მარტი24 , 2023
კულტურადღესასწაულებიმასწავლებლების დღე ჩინეთში

[:ka]მასწავლებლების დღე ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

მასწავლებელი – როგორ აღიქვამენ ჩინელები ამ სიტყვას?

10 სექტემბერი ოფიციალურად დასვენების დღეა ჩინეთში.  ეს უქმე დღე შუა საუკუნეებიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციით არსებობდა. ჩინეთში, მასწავლებლებს და მწვრთნელებს ყოველთვის აფასებდნენ და ამ ტრადიციას ახლაც განაგრძობენ. ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს, როგორც დამრიგებლები – მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვებოდნენ. ეს ტრადიცია განსაკუთრებით ჩინური საბრძოლო ხელოვნების  სფეროს ეხებოდა.

ხეპეის პროვინცია, ხანტანის საჯარო სკოლა [ფოტო/HAO QUNYING /CHINA DAILY]

მასწავლებლების დღემ ნაციონალური დასვენების სტატუსი 1985 წლის 21 იანვარს მოიპოვა. ამის აუცილებლობა, განაპირობა, იმან რომ “კულტურულმა რევოლუციამ” ჩინეთში, ინტელექტუალი მასწავლებლების რაოდენობა შეამცირა. ჩინელი ავტორიტეტების, ამ დღის, როგორც სახელმწიფო დასვენებად გამოცხადების ძირითადი მიზანი, მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟის ამაღლება იყო. მას შემდეგ ყოველ 10 სექტემბერს, სადღესასწაულო ღონისძიება, განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის ყოველ წელს ტარდება.

მოსწავლეების სამადლობელო წერილები. ჩინეთი, 10 სექტემბერი. [ფოტო/Asianewsphoto]

ამ დღეს ჩინეთში ფესტივალები და შეხვედრები იმართება. ხშირად ამ სიას დაჯილდოვების ცერემონიებიც უერთდება, მოსწავლეები დამრიგებლებს საჩუქრებსა და ყვავილებს ჩუქნიან. ათასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი საკუთარ მასწავლებლებს მათი გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

[ფოტო/Xinhua]

მას შემდეგ რაც, ჩინეთი სკოლის სისტემის დასავლურ მოდელზე გადავიდა, მასწავლებლების მიმართ გარკვეული ტრადიციები აღარ შენარჩუნდა. მაგალითად, ძველ დროში, მოსწავლეები პატივისცემის ნიშნად მასწავლებლებს ფეხებს ბანდნენ, ამით ისინი, მორჩილების ნიშნად თავდამბლობასა და მზადყოფნას გამოხატავდნენ.

მასწავლებლების დღე ჩინეთში ერთ-ერთი მნიშნველოვანი სადღესასწაულო დღე გახდა.

[:]

SourceAdvantour

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები