დეკემბერი1 , 2023
დღესასწაულებიმთვარის ფესტივალი, ანუ შუა შემოდგომის დღესასწაული ჩინეთში

მთვარის ფესტივალი, ანუ შუა შემოდგომის დღესასწაული ჩინეთში

-

- Advertisment -spot_img

შუა შემოდგომის დღესასწაული, “ჭუნგციოუძიე” (中秋节) ჩინურად, ასევე უწოდებენ მთვარის ფესტივალს ან მთვარის ნამცხვრის ფესტივალს და ჩინელებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული  ჩინური ახალი წლის შემდეგ. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ აზიის სხვა ქვეყანებიც, როგორიცაა სინგაპური, მალაიზია და ფილიპინები.
მთვარის დღესასწაული ოჯახებისთვის გაერთიანების საუკეთესო პერიოდია. ჩინელები დღესასწაულს აღნიშნავენ ოჯახთან ერთად სადილობით, მთვარის თაყვანისცემით, ქაღალდის ფარნების ანთებით, მთვარის ნამცხვრების მირთმევით და ა.შ.

შუა შემოდგომის ფესტივალი ტრადიციულად მოდის ჩინეთის მთვარის კალენდრის მე-8 თვის მე-15 დღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრით სექტემბერში ან ოქტომბრის დასაწყისშია. როგორც, ტრადიციულად, ოთხ სეზონს აქვს სამი მთვარის თვე, მე-8 თვის მე-15 დღე არის „შემოდგომის შუა რიცხვები“.

2022 წელს შუა შემოდგომის დღესასწაული 10 სექტემბერს (შაბათს) იწყება. ჩინელებს 10-დან 12 სექტემბრამდე 3 დღიანი სახალხო დღესასწაული ექნებათ.

რატომ აღინიშნება შუა შემოდგომის ფესტივალი?
შუა შემოდგომის ფესტივალს 3000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. იგი მომდინარეობს შემოდგომაზე მთვარის თაყვანისცემის ჩვეულებიდან, მოსავლისთვის მადლობა გადასახდელად.
კულტურული/ისტორიული განვითარების პროცესში შუა შემოდგომის ფესტივალს მეტი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ოჯახები, რომლებიც ერთად იკრიბებიან და ლოცულობენ ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის.

დღეს, შუა შემოდგომის ფესტივალი, ადამიანებისთვის ოჯახური გაერთიანების საშუალებაა. ამბობენ, რომ ამ დღეს მთვარე ყველაზე კაშკაშა და მრგვალია, რაც ოჯახის გაერთიანებას ნიშნავს.

უახლესი სტატიები

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"-...

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც...

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები