მიზეზები ახალი ჩინურ-ამერიკული ტარიფების მიღმა

ირაკლი ქორქია

0
127

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ პირველი სექტემბრისთვის მოსალოდნელია დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესება $300 მილარდის ღირებულების ჩინურ პროდუქტზე.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო არა იმით, რომ ჩინეთმა არასაკმარისი რაოდენობით ამერიკული პროდუქტები შეიძინა ბოლო წლის მანძილზე, არამედ იმით, რომ  მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთზე უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს შეერთებულ შტატებს.

ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ. დანამდვილებით კი ტარიფების ახალი ტალღის მიღმა მიზეზები მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა და  მისმა ახლო წრემ იციან. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, შეერთებული შტატები ცდილობს,  გაზრდოს წნეხი ჩინეთზე, რათა უახლოეს მომავალში დაასრულოს მოლაპარაკებები. ტარიფებს კი ქვეყნები სასურველი შედეგის მისაღწევ ერთ-ერთ საშუალებად იყენებენ. ახალი ტარიფების დაწესება ან მათი დაანონსება ერთგვარი გზავნილია მეორე ქვეყნისთვის, რამაც უნდა შეცვალოს მოლაპარაკებების შედეგი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა იმაზე ნაკლები ტარიფი დაუწესა ჩინეთს, ვიდრე დონალდ ტრამპამ დააანონსა. შეიძლება, ანალოგიური განმეროდეს ახლაც. ასევე, ტრამპმა ჩინეთს მოუწოდა ისეთი რამის გაკეთებისკენ, რასაც სი ძინფინგი, თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გააკეთებს. კერძოდ, სუბსიდიების გაუქმება სახელმწიფო კომპანიებისთვის.

ამერიკის წნეხის მიუხედავად, ჩინური მხარე არ მიდის დიდ დათმობებზე. მაგალითად, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა აქამდე ნაყიდი სოის მარცვლების იმპორტი განახორციელა ამერიკიდან, მას არ შეუსყიდია ის დამატებით დიდი რაოდენობით. 2019 წლის ივნისი კი ყველაზე ცუდი თვე იყო ამერიკული სოის მარცვლების ექსპორტის მიხედვით ჩინეთში 2004 წლის შემდეგ. 

ამის საპასუხოდ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის, კაო ფენგის განცხადებით, ჩინურმა სახელმწიფო და კერძომ კომპანიებმა შეისყიდეს დიდი რაოდენობით სოიოს მარცვლები და ღორის ხორცი, თუმცა ეს შესყიდვები ჯერ არ ასახულა ოფიციალურ მონაცემებში.

მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვეში ბევრი წინასწარმეტყველებდა მოლაპარაკებების სწრაფ დასასრულს, ახლა ეს  პერსპექტივა არც თუ ისე რეალური ჩანს.