სექტემბერი18 , 2023
ბიზნესიმსოფლიოს 10 საუკეთესო რობოტი პეკინს ესტუმრება

[:ka]მსოფლიოს 10 საუკეთესო რობოტი პეკინს ესტუმრება [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სპეციალიზირებული, სამრეწველო, სამომხმარებლო რობოტები… რობოტების ნაკადი, ამ ზაფხულს, პეკინს უახლოვდება.

The World Robot Conference 2017 (WRC 2017)  მსოფლიოს საუკეთესო ინიციატივებს,  რობოტების ინდუსტრიის კვლევის ინსტიტუტებს აერთიანებს, პეკინის Etrong-ის საერთაშორისო (Etrong International Exhibition) გამოფენისა და ყრილობის ცენტრში (Convention Center) რობოტების გამოფენა 23 აგვისტოდან 27 აგვისტომდე გაიმართება.

“დაუმარცხებელი საზოგადო ინოვაციები, რომლებიც ინტელექტუალმა საზოგადოებამ შექმნა” (Win-win collaborative innovation toward the building of an intelligent society)   თემატიკის მატარებელი კონფერენცია, მოამზადებს პლატფორმას, ორივე – შიდა და უცხო საწარმოებისთვის, რომ წარმოადგინონ მათი საბოლოო  მიღწევები, გადაწყვეტილებები და სამეცნიერო კვლევები.

ეს არის 10 საუკეთესო რობოტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება პეკინის ღონისძიებაზე:

  1. პიანისტი რობოტი – Teotronica
[ფოტო/Caters]

Teotronico – რობოტი 19 თითით, პიანონოზე დასაკრავად გამოიგონეს, მინი დებიუტი, 2014 წლის 7 აპრილს, გერმანიაში, Hannover Messe-ის ფესტივალზე შედგა.

2. ორფეხა ადამიანის შესახედაობის მქონე რობოტი

[ფოტო/www.artrobot.com]

პეკინის Ironman Technology Co Ltd- ის მიერ შექმნილი რობოტი, რომელსაც სამეცნიერო კვლევებში, სწავლებებში და გამოფენებში შეუძლია მონაწილეობის მიღება.

3. რობოტი U05 – კომერციული სამსახური

[ფოტო/www.uurobot.com]

რობოტი, რომელსაც კომერციული სამსახურის შესრულება შეუძლია ურთიერთკავშირის დამყარებისთვის, სასაუბრო ფუნქციებით არის აღჭურვილი, მას სახის მიმიკებით, ემოციების ამოცნობა, მოძრაობის კონტროლი და დაბრკოლების არიდება შეუძლია, ემსახურება ტანისამოსის მაღაზიების მომხმარებლებს.

4. Fanuc-ის ინდუსტრიული რობოტი

[ფოტო/VCG]

ინდუსტრიული რობოტი, რომელიც Fanuc Corp-ის მიერ არის შექმნილი და  ავტომობილის აწევის ფუნქციას ასრულებს, საერთაშორისო რობოტების გამოფენაზე ტოკიოში 2015 წლის 2 დეკემბერს იყო წარმოდგენილი.

5. სამომხმარებლო რობოტი CookyPlus

[ფოტო/www.clever-m.com]

რობოტი “CookyPlus” – Mrobot -ის მიერ არის შექმნილი, მორგებულია სქესის, ასაკის და ტონის  იდენტიფიცირებისთვის. ამ ყველაფრის დახმარებით, მას მომხმარებლის  სხვადასხვა საჭიროებების ამოცნობა შეუძლია.

6. რობოტი – Motoman

[ფოტო/VCG]

Yaskawa Electric Corp -ის მიერ შექმნილი რობოტი Motoman სათამაშო მანქანას აწარმოებს, კომპანიის სადემონსტრაციო დარბაზში, იაპონია. 2015 წლის 16 ივლისი.

7. სუპერმარკეტის რობოტი

[ფოტო/mall.jiangsurobot.com]

რობოტი, Jiangsu Eastern Gold Jade Intelligent Robot Co Ltd -ის მიერ არის შექმნილი, შეუძლია საქონლის გადასაზიდი ურიკა, გაყიდვების მენეჯერი ან მოლარე იყოს, მას საქონელი ზუსტ ადგილზე გადამისამართების  და თვითმომსახურების მეშვეობით ანგარიშსწორების ფუნქციაც აქვს.

8. და ვინჩის ქირურგიული სისტემა (Da Vinci Surgical System)

[ფოტო/VCG]

რობოტული ქირურგიული სისტემა, რომელიც რთული ქირურგიული ოპერაციების გასამარტივებლად შექმნეს, მინიმალურ ინოვაციურ მიდგომას მოითხოვს და ქირურგის მიერ კონტროლირდება. ჩინეთი, კუანგჭოუ. 2015 წლის 15 აპრილი.

9. კვების ასისტენტი რობოტი – Bestic

[ფოტო/www.zrfnrobotics.com]

Bastic – ადამიანის ზედა კიდურების ფუნქციას ასრულებს, შეუძლია დაეხმაროს საკვების მიღებაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფუნქციის დარღვევა აღენიშნება.

10. BionicOpter დრონი

[ფოტო/VCG]

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვა ქვეყნების ლიდერები BionicOpter-ის აკვირდებიან დრონს, რომელიც გერმანიაში ჩატარებულ  ღონისძიებაზე ნემსიყლაპიასავით გამოიყურებოდა. 2013 წლის 8 აპრილი. გერმანია.

[:]

უახლესი სტატიები

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

ჩინეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თამარ ქვლივიძე გახდა

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები