ჩინეთის ყველაზე დატვირთულმა ნინგბო ჭოუშანის პორტმა აღმოსავლეთ პროვინციაში, ჭეძიანგში, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 2022 წელს მისმა გამტარუნარიანობამ 1,25 მილიარდ ტონას გადააჭარბა. ამ მონაცემით პორტი ზედიზედ მე-14 წელია მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გასულ წელს პორტის კონტეინერების გამტარუნარიანობამ მიაღწია 33,35 მილიონ ოცფუტიან ეკვივალენტურ ერთეულს (ხშირად გამოიყენება პორტების გამტარუნარიანობის საზომად), რაც გლობალურად მესამე ადგილზეა.