[:ka]
პეკინის ოპერა ტრადიციული კულტურის მთავარი ნაწილია, თანამედროვე ეპოქაში. ცინგის დინასტიიდან მოყოლებული (მე-18 საუკუნე), დრამატული ამბის თხრობის ფორმით, სხვადასხვა კოსტიუმითა და მაღალ რეგისტრში სიმღერით მსახიობები ჩინეთის ისტორიას აცოცხლებენ.
პეკინის ოპერის ისტორია
პეკინის ოპერას 200 წლის ისტორია აქვს. ცინგის დინასტიის (1790) იმპერატორ ციენლუნგის ბატონობის 55-ე წელს დედაქალაქში ოთხი მსხვილი ხუიპანის ოპერის მსახიობთა დასი ქუნციუს ოპერას შეუერთდა. იიანგის, ხანიუს, ლუანთანის ოპერებმა შექმნეს ის, რასაც დღეს პეკინის ოპერას ვუწოდებთ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ოპერის ინტეგრაციითა და კომბინაციით, ჩამოყალიბდა პეკინის ოპერა. ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩინეთის ოპერებს შორის, რაც მდიდარი რეპერტუარისა და ბევრი ცნობილი ხელოვანის დამსახურებაა. ტრადიციული დადგმები დიდ როლს ასრულებენ ჩინეთის კულტურის შენარჩუნებაში.
რა არის პეკინის ოპერა?
პეკინის ოპერა – ეს არის სინთეზი სტილიზებული მოქმედების, სიმღერის, დიალოგის, მიმიკების, აკრობატული მოქმედებების იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ ისტორია განსხვავვებული პერსონაჟებით, მათი სიხარულის, სიბრაზის, სევდის, ბედნიერების, გაოცების, შიშისა და მწუხარების წარმოსადგენად.
პერსონაჟები შეიძლება ლოიალურები ან ვერაგები იყვნენ, ლამაზები ან მახინჯები, კარგები ან ცუდები, მათი როლი ყოველთვის ჩანს განსხვავებული, კაშკაშა კოსტიუმებით, რომლებიც ძველი ჩინეთის სტილს გვიჩვენებს.
პეკინის ოპერის რეპერტუარი
ტრადიციული ოპერები ძირითადად ძველი დინასტიების შესახებ გვიამბობენ. მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს გვახსენებენ: იმპერატორების, მინისტრებისა და გენერლების, ასევე იმდროინდელი გენიოსებისა და ლამაზმანების შესახებ. ისინი წარმოადგენენ ისტორიებს ძველი დროიდან: იაო შუნი, იუ, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდები, მოწინააღმდეგე ქალაქებისა და ცინის, ხანის, სუის, თანგის , სუნგის, იუენის, მინგისა და ცინგის დინასტიების პერიოდებს.
ახალმა ოპერებმა კლასიკური რომანებიდან აითვისეს კომუნიზმის ეპოქა.
ყველაზე ცნობილი და პოპულარული ამბები ჩინური ოპერის ისტორიაში:
ორფანი ჭაოს ოჯახიდან;
სპილენძის თხუთმეტი სიმი;
ცარიელი ქალაქის წესები;
თეთრი გველის ამბავი;
მთვრალი მიჯნური;
მარტორქა- ხაფანგი.
პეკინის ოპერის მუსიკა
მელოდიების ჰარმონიული რიტმი გრაციოზულობით გამოირჩევა.
მელოდიები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: “Xipi” და “Erhong”
დასარტყამი და სიმებიანი ინსტრუმენტებით შესრულებული მელოდიის თანხლებით გამოდიან ოპერის მომღერლები. მთავარი ინსტრუმენტი არის ძინგხუ ( ორ-სიმიანი სავსე მთვარის ფორმის მუსიკალური ყუთი).
პეკინის ოპერის სამოსი
პეკინის ოპერის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნაწილია – გრაციოზული კოსტიუმები, ელეგანტური, ბრწყინვალე დიზაინი და ფერი. ძირითადად, ისინი ხელნაკეთი და ნაქარგია, ვინაიდან ჩინური თარგები აღიარებულია და კოსტიუმებს მაღალი ესთეტიკური ღირებულება აქვს.
გრიმი – პეკინის ოპერაში
მაკიაჟი და ზოგჯერ ნიღაბი პეკინის ოპერის ესთეტიკურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფერები მდიდარია და მისი მეშვეობით სხვადასხვა სიმბლო გამოიხატება. მაგალითად, შავი ფერი ყოველთვის ინტელექტუალურ პერსონაჟებს წარმოაჩენს, ხოლო თეთრი უზნეობას აღნიშნავს.
პეკინის ოპერის გლობალური გავრცელება
მეი ლანფვანგი პეკინის ოპერის დიდოსტატი გახლდათ. ის იაპონიას 1919 წელს ესტუმრა. ამის შემდეგ პეკინის ოპერა უფრო პოპულარული გახდა მსოფლიოში.
ახლა პეკინის საოპერო დასის გამსოვლები შეიძლება მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქალაქშიც ვიხილოთ.
პეკინის საოპერო სცენის მოწყობა
ადრე, ჩინური თეატრის სცენები ოთკუთხედი ფორმის იყო, ტრიბუნები კი სამი მხიდან ჰქონდა.
ზოგჯერ თეატრებს ცენტრალური სცენა ჰქონოდათ და ოთხივე მხრიდან შეიძლება გახსნილი ყოფილიყო ტრიბუნებისთვის. ასე რომ, საბოლოოდ, ზურგის მხრიდანაც შეიძლებოდა ოპერის ყურება.
დასავლეთის ტრადიციული ფარდების მსგავსად, სცენის გარშემო მოქარგული ფარდები ეკიდა, შოუძიოუს სახელით ცნობილი, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა: უკანა სცენა და სცენის სხვა მხარეები.
პეკინის ოპერის ვარსკვლავები
გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეატრალური და მუსიკალური გამოსვლები დაბალ დონედ ითვლებოდა ჩინეთში. პეკინის ოპერა, როგორც სხვა ხელოვნების ფორმები, მამაკაცების დომინანტური ბუნების წარმოსაჩენად იყო. საზოგადოების განვითარებასთან ერთად, დადგმები იცავს გენდერულ ბალანს.
ლი იუენის თეატრი – საუკეთესო ადგილი პეკინის ოპერის გასაცნობად
ადგიმდებარეობა: 1-ლი სართული, Qianmen Jianguo Hotel NO.175, Yong’an Road, Xuanwu Distrct, Beijing/ 北京市宣武区永安路175号前门建国饭店1楼
ტრანსპორტი: Beijing West Train Station/ 北京西站 to Hufang Bridge Road East Stop/ 虎坊桥路口东站; ავტობუსის ნომრები: 57, 201 ან 715, და შემდგომ თეატრამდე ფეხით 300 მ.- ია გასავლელი
დრო: ყოველდღე, 19:30 – 21:00 საათი
ბილეთის საფასური: 200 იუენი, 280 იუენი, 380 იუენი, 480 იუენი, 580 იუენი – დამოკიდებულია ადგილზე
დაჯავშნა: შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე.
[:]