მარტი24 , 2023
Lifestyleპეკინის სტადიონით შთაგონებული „Adidas“-ის ახალი ფეხსაცმლის მოდელები

[:ka]პეკინის სტადიონით შთაგონებული „Adidas“-ის ახალი ფეხსაცმლის მოდელები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

თუ ახალი Adidas-ის მოდელები თქვენთვის ნაცნობია,  ამისთვის მიზეზიც არსებობს. ფეხსაცმლის ახალი მოდელები შექმნილია, პეკინში ყველასთვის კარგად ნაცნობი პეკინის  სტადიონის ”ჩიტის ბუდის” ინსპირაციით.

პეკინის ეროვნული სტადიონი 2008 წელს გაიხსნა. იგი შექმნილია, შვეიცარიის არქიტექტურული ფირმა Herzog and de Meuron-სა და ჩინელი ხელოვან აი ვეივეის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოვლენა, ოლიმპიური თამაშები დიდი ხანია დასრულდა, სტადიონი კვლავ ინტერესთა ეპიცენტრშია.

Adidas-ის კომპანიის დიზაინერები იმდენად მოიხიბლნენ შენობის დიზაინით, რომ მათ ახალ მოდელებში გადმოიტანეს ის შესანიშნავი შტრიხები, რომლითაც სტადიონი უამრავ მაყურებელს ანცვიფრებს.

კომპანიის დიზაინერმა, KXIV (Nathan Kiatkulpiboone)- რომელიც ცნობილია, არქიტექტურის დეტალების შერწყმით ფეხსაცმელის დიზაინთან, შექმნა ახალი მოდელის სახე. სახე შეიქმნა 3D ნაბეჭდი ტექნოლოგიის გამოყენებით, რის შედეგადაც შექმნეს ორი თასმა. ორი ხაზი ზიგზაგისებურად არის დატანილი მთლიან ფეხსაცმელზე. სწორედ, ამ დეტალის  გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სტადიონის არქიტექტურის ანალოგია.

კომპანიას ჯერ არ განუცხადებია თარიღი, თუ როდის გამოვა ახალი მოდელები გაყიდვაში. ამიტომ ჯერ ნუ გაიქცევით მაღაზიაში მათ შესაძენად.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები