გასულ პარასკევს, 24 თებერვალს, პეკინმა მუზეუმის მშენებლობის განვითარების გეგმა გამოაქვეყნა. პროექტი 2023 წლიდან 2035 წლამდე პერიოდში მუზეუმის მასშტაბურ მშენებლობას ითვალისწინებს. 

პეკინის მუნიციპალური კულტურული მემკვიდრეობის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით, 2035 წლისთვის პეკინში ყოველ 100 000 ადამიანზე ორი მუზეუმი იქნება, დედაქალაქში მუზეუმების საერთო რაოდენობა კი 460-ს გადააჭარბებს.

ზემოაღნიშნული ბიუროს განცხადებით, პეკინის ურბანული სივრცული სტრუქტურის გათვალისწინებით,  მუზეუმების მშენებლობა ორ მთავარ ზონაში იგეგმება – ერთი ცენტრალური ღერძის გასწვრივ და მეორე ჩანგანის გამზირის გასწვრივ.

გეგმაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის დიდი კედლის მუზეუმსა და სხვა ძველ ისტორიულ მუზეუმებში განახლების პროექტი ამოქმედდება. ამასთან, აშენდება ციფრული სერვისების სისტემა და წახალისდება ტექნოლოგიების გამოყენება.

წყარო