[:ka]
ჭანგ წ’ი (ჩინურად: 章子怡;) დაიბადა 1979 წლის 9 თებერვალს. ის არის ცნობილი ჩინელი მსახიობი და ამასთანავე მოდელიც. ჭანგ წ’ი დასავლეთში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზიელი მსახიობია.
მისი დებიუტი მთავარ როლზე შედგა ფილმში „გზა სახლისაკენ“(1999) . ხოლო დიდებას მან ფილმ „ ჩასაფრებულ ვეფხვში“. ის ცნობილია როგორც “იმოუს გოგო”, რადგან ის ხშირად თანამშრომლობს რეჯისორ ჭანგ იმოუსთან.ასევე მას კარგად იცნობს მაყურებელი ფილმებიდან „პიკის საათი2“, „გმირი“, „მფრინავი ხანჯლების სახლი“ „2046“. ხმაურიანი გამოხმაურება მოჰყვა მის შესრულებას ფილმში „გეიშას დღიურები“, სადაც ჭანგმა მთავარი როლი შეასრულა. მან ამ როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი, აგრეთვე BAFTA-ს ჯილდო, საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებლისთვის და დიადი მასტერი, სადაც მან 12 სხვადასხვა საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო და გახდა ყველაზე პოპულარული ჩინელი მსახიობი მხოლოდ ერთი ფილმით.
დასაწყისი
ჭანგი დაიბადა და გაიზარდა პეკინში, ჩინეთში. ბუღალტერ-ეკონომისტის და ბაღის მასწავლებლის ოჯახში. სყავს ერთი ძმა. ჭანგმა ცეკვა 8 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 11 წლისას, მშობლების სურვილითა და რჩევით, შეუერთდა პეკინის საცეკვაო აკადემიას. სწავლის დროს მან შენიშნა, თუ როგორ იბრძოდნენ გოგონები პედაგოგთა თვალში ასამაღლებლად, რაც არ მოეწონა და ამის გამო ერთ დღეს სკოლიდან წამოვიდა. 15 წლის ასაკში, ჭანგმა მოიგო ახალგაზრდული ნაციონალური ცეკვის კონკურსი და სწორედ მაშინ დაიწყო მისი კარიერა ჰონგ-კონგის რეკლამებში გამოჩენით. 1996 წელს, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდა, ჩააბარა პეკინის დრამის ცენტრალურ აკადემიაში.
პირველი ნაბიჯები კარიერაში
1998 წელს, დრამის აკადემიაში სწავლისას, ჭანგმა მიიღო შეთავაზება, მის პირველ როლზე, ფილმში „გზა სახლისაკენ“, რომლის რეჟისორიც გახლავთ ჭანგ იმოუ. ფილმმა, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ვერცხლის დათვი მოიპოვა.
ჰოლივუდი და ჩინეთი (2007-12)
2007 წელს, მან ამერიკულ ანიმაციურ ფილმში „კუ-ნინძები“ კარაი გაახმოვანა. „სამუდამოდ დამწვარი“ , ფილმი სადაც მოთხრობილია პეკინის ოპერის ისტორია, მსახიობი მეი ლანფანგი, ჭანგი კი, მეორე აქტში ჩნდება. უცხოელმა კინოკრიტიკოსებმა, მისი თამაში შეაფასეს როგორც „თავში დარწმუნებული და ვნებით აღსავსე“ რომლითაც სიყვარულს ბრწყინვალება ემატება.
მისი შემდგომი პერფორმანსი, უცხოური ფილმში, შედგა ფილმში „მხედარი“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან ითამაშა კომედიური ჟანრის ფილმში „სოფის შურისძიება“. 2012წელს, მან ითამაშა ჩინურ-კორეულ ერთობლივ ნამუშევარში „სახიფათო კავშირები“. ფილმში შესრულებული როლისთის მან მიიღო 3.5 მილიონი დოლარი. ფილმ „ოსტატში“ შესრულებული როლი მსახიობისთვის იყო ერთგვარი დაბრუნება საბრძოლო ხელოვნების ჟანრში. 2014 წელს ის გამოჩნდა რეჟისორ ჯონ ვუს რომანტიკულ ფილმში „გადაკვეთა“. 2015 წელს, კი Zhang გამოჩნდა ფილმში „ ო ღმერთო ჩემო“.
2006 წლის ივლისის ინტერვიუში ჟურნალ „magazine“-თან, ჭანგმა ისაუბრა მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმების შინაარსზე და ფრთხილად მოიხსენიებდა მის როლებს განსაკუთრებით ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობისას.
“დიახ, მე უამრავ ჰოლივუდურ ფილმში მიმიღია მონაწილეობა. ფილმ, „ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი“-ის შემდეგ, უამრავი შეთავაზება მივიღე, თუმცა უარი ვთქვი, რადგან ყველა მათგანი მოითხოვდა მსხვერპლს. მე ვიცი რომ შემიძლია მეტად წინ წავიდე და შევქმნა უფრო უკეთესი ვიდრე წინა. სწორედ ამიტომაა, რომ აფასებენ „გეიშას“ – ის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორი მსახიობები ყავს ჩინეთს და რა შეგვიძლია ვითამაშოთ. ”
2015 წლის მარტში, ჭანგი დაქორწინდა როკ მუსიკოს ვანგ ფენგზე. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი ვანგ სინგსინგი.
[:]