სიახლეები ჩინეთის პოსტ-კოვიდ მგზავრობასთან დაკავშირებით

ჩინეთი, „0 კოვიდის პოლიტიკის“ შემდეგ, ემზადება მეტი საჰაერო მარშრუტის გასახსნელად ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ამავდროულად, სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი ჩინელი ტურისტებისთვის განსაკუთრებულ რეგულაციებს ძალაში ტოვებს.

0
150

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიისა და Associated Press-ის მიხედვით, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, ჩინეთსა და აშშ-ს შორის მეტი მარშრუტის განხორციელებას გეგმავს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკული და ჩინური ავიახაზები იმ 40-ზე მეტ ავიაკომპანიას შორის არიან, რომლებმაც განაცხადები წარადგინეს კვირაში დაახლოებით 700 ფრენის შესახებ 34 ქვეყანაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა განაახლა ავიაკომპანიების ფრენები და მოგზაურობები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ხოლო ჩინეთში ჩასული ტურისტებისთვის 8 იანვრიდან კარანტინი გაუქმდა.

ამჟამად, ჩინეთიდან ჩამოსული საჰაერო მგზავრებისთვის, 14 სახელმწიფოს აქვს კოვიდ ინფექციის ტესტირებისა და მოგზაურობასთან დაკავშრებული შეზღუდვები.

  • სამხრეთ კორეა – PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება ტესტირებიდან 48 საათის განმავლობაში, ან ანტიგენის უარყოფითი თვითტესტის შედეგის დადასტურება გამგზავრებამდე 24 საათის განმავლობაში. ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს კიდევ ერთი PCR ტესტი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ. ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა 31 იანვრამდე შეჩერებულია.
  • კანადა – უარყოფითი PCR ან ანტიგენის თვითტესტის შედეგის დადასტურება გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.
  • ავსტრალია – PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება ტესტიდან, რომელიც ჩატარდა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.
  • საფრანგეთი – PCR ტესტის უარყოფითი შედეგი გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.
  • კატარი – უარყოფითი PCR ტესტის შედეგის დადასტურება ტესტიდან, რომელიც ჩატარდა ჩინეთის მატერიკიდან გამგზავრებამდე გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში.
  • აშშ – PCR ტესტის უარყოფითი შედეგი გაფრენამდე ორი კალენდარული დღით ადრე, ან კოვიდისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულება. ეს მოთხოვნები ეხება მათ, ვინც შედიან აშშ-ში ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტის (სეული, სამხრეთ კორეა), ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტის და ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტის (ორივე კანადაში) გავლით, და ვინც იმყოფებოდნენ ჩინეთში ფრენამდე 10 დღის  განმავლობაში.
  • დიდი ბრიტანეთი – PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება, გამგზავრებამდე ორი კალენდარული დღით ადრე (პირდაპირი ან არაპირდაპირი ფრენები). აღნიშნული რეგულაცია არ ეხება შოტლანდიასა, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას.
  • ინდოეთი – ჩინელებისთვის სავალდებულოა უარყოფითი შედეგის მქონე PCR ტესტი, რომელიც ჩატარდა გამგზავრებიდან 72 საათის განმავლობაში.
  • იტალია – PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება (სავალდებულოა ჩატარებული იყო გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში) ან ანტიგენის ტესტის შედეგი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში.
  • ისრაელი – ისრაელის მოქალაქეების გარდა ჩინეთიდან ვიზიტორისთვის სავალდებულოა PCR ტესტის უარყოფითი შედეგი უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში.
  • ესპანეთი – საჭიროა Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ორი დოზა), უარყოფითი PCR ტესტის შედეგი უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში, ან უარყოფითი ანტიგენის ტესტის შედეგი წინა 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტიდან.
  • მალაიზია – სავალდებულო ტესტირება ჩასვლისას და სკრინინგი ცხელებისა და სხვა სიმპტომებისთვის.
  • იაპონია – 8 იანვრიდან დაიწყო ჩინეთიდან ყველა ვიზიტორის ადგილზე ტესტირება და აგრეთვე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში უარყოფითი შედეგების მქონე PCR ტესტის მოთხოვნა.
  • მაროკო – ჩინეთიდან ყველა ვიზიტორს, ეროვნების მიუხედავად, ქვეყანაში შესვლა აქვს აკრძალული.
  • ევროკავშირი – ევროკავშირმა ყველა წევრ ქვეყანას ურჩია მოითხოვონ უარყოფითი ტესტები ჩინეთიდან ჩამოსული ყველა ვიზიტორისგან, მაგრამ რეგულაცია არ არის სავალდებულო.