[:ka]პრივილეგირებული მარტოხელობა ანუ 11 ნოემბრობა[:]

0
800

[:ka]თუ მთელი კაცობრიობა სიყვარულის დღეს, ვალენტინობასა და  კუპიდონის ხსენების დღეს აღნიშნავს, ჩინეთში 11 ნოემბერს მარტოხელების დღე აღინიშნება. ამ დღეს აღარაა საჭირო ვინმეს დასანახად ვალენტინობის დღის მსგავსად საკუთარ თავს ყვავილები ვუყიდოთ და შემთხვევით კრის წინ დავიდოთ რათა სხვებს თავი მოვაჩვენოთ რომ ჩვენც მათსავით ბედნიერები და შეყვარებულები ვართ. ამ დღეს მსგავსი „ვითომ სურპრიზები“ ლეგიტიმურ სახეს იღებს და მარტოხელობა არასოდეს ისეთი სასიამოვნო არ ხდება, როგორც 11 ნოემბერს თანაც არც მეტი და არც ნაკლები ჩინეთში.

მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელათა მსგავსად პრივილეგიებით შეყვარებულები, დაოჯახებლები, ემიგრანტები და უცხოელებიც სარგებლობენ მაინც გიხარია ადამიანს შენთვის რომ მოიფიქრეს მსგავსი დღე და ოფიციალურად მოგთხოვეს საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი საჩუქარი გაუკეთო, იფიქრო საკუთარ თავზე და დროებით მაინც დაივიწყო არშემდგარი ურთიერთობები.

მოკლედ, ამ დღეს მარტოხელობა სწორედ რომ „პრივილეგიაა”, მაგრამ დაბრკოლებების გადალახვა ამ დღესაც გიწევს. ეს დაბრკოლება კი ონლაინ შოპინგი და მისი გურუ თაობაოა. თუ თსუ- ელებს სემესტრის დასაწყისში საგნების არჩევა, კონკურენცია და დასწრება  დიდი რამე ჰგონიათ ძალიან ცდებიან, ვინაიდან აქ შენსავით სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში მინიმუმ მილიარდი ადამიანი ებმევა, რომელიც ჩასაფრებული უცდის 00:00 -ს რომ უდიერად მოგტაცოს შენი საოცნებო ნივთი და კვლავ მარტოხელობის მორევში დაგაბრუნოს.  მაგრამ მხოლოდ ნივთები და ნივთი არ არის 11 ნოემბერი, ვინაიდან შენ ამ დღეს  დიდ სავაჭრო ცენტრში ცხოვრობ, რომელსაც არც თავი არ უჩანს და არც ბოლო. შენ მის შუაში დგახარ, ყველაფერი მოგწონს, ყველაფერი გინდა და თანაც მარტოხელა ხარ. თუ ინტერნეტ სივრცეში შენი საოცნებო ნივთი გაიყიდა , შეგიძლია მაღაზიში შიშველი შეხვიდე და უკან ჩაცმულთან ერთად ათიოდე ჩანთით გამოხვიდე. (აი ზუსტად ისე იმ ცნობილ გიფში, რომაა კაცი ათობით ჩანთას რომ მიათრევს). აგრეთვე აისრულო ბავშვობის ოცნება და ჭამო ბევრი ტკბილეული სამი ერთის ფასად, ათი ოცის ნაცვლად და ასე უსაზღვროდ.

ყველაფერი ვარდისფერია, ზემოთ ცისფერი ცითა და ღუბლებით, შოკოლადის წვიმითა და ქუჩაში მოსიარულე ფერად ჩანთიანი კაცუნებით. ამ დღეს არ გახსოვს არც დედა, არც მამა, არც მეგობარი და რაც მთავარია ის ერთი რომლის ძიებაში ნახევარი ცხოვრება გალიე. შენ ხარ მარტოხელა და ძალიანაც გიხარია, ვინაიდან ეს დღე შენთვის შექმნეს. ამ სამყაროში ცხოვრობ და დახეტიალობ სანამ არ ჩამოკრავს ღამის თორმეტი საათი და ისევ არსებულ რეალობაში არ დაგაბრუნებს. შენს ფერად სამოსს მუქი ფერები ცვლის, უბრუნდები ყოველდღიურ რუტინას და კვლავ ელოდები წიგნებში წაკითხულ და ფილმებში ნანახ იდეალს. მაგრამ რაღაც მაინც იცვლება შენს ცხოვრებაში ამ დღის შემდეგ. ეს კი შენი საბანკო ანგარიშია ის ისევე ცარიელდება როგორც შენი გული და ისიც შენსავით მოუთმენლად ელის სიცარიელის ამოვსებას, მაგრამ განსხვავება ისაა რომ შენმა ბარათმა ზუსტად იცის როდის მოხდება სიცარიელის შევსება.

შენ კი წლიდან წლამდე 11 ნოემერს ელი.

დრო გადის, ის კი არა და არ ჩანს.

შენ ისევ მარტოხელა ხარ და 11 დან 11 მდე ცხოვრობ.

 

 

პ.ს. ასე რომ, მოუფრთხილდით თქვენს საბანკო ანგარიშს და გულთან და ჯიბესთან ერთად კუჭსაც ნუ დაიცარიელებთ.

 

 

თეონა გელაშვილი.

#სინომედიაბლოგი #სინომედიაბლოგერითეონა[:]