[:ka]
ჩინეთს საკმაოდ მდიდრული და მრავალფეროვანი სამზარეულო აქვს. ამიტომაც, კერძები ფართოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რეგიონების მიხედვით. ასეთივე მაგალითია საუზმესთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ყველა იმ კერძის ჩამოთვლა, რომელსაც ჩინელები საუზმეზე მიირთმევენ. ამ სტატიაში, გაეცნობით რამოდენიმე ტრადიციულ და მეტად პოპულარულ ჩინური საუზმის კერძს. ამ კერძების პოვნა, ქუჩაში განთავსებულ ნებისმიერ სამზარეულოში შეგიძლიათ.
საუზმის მენიუს პირველი კერძია სოიოს რძე და კარგად შემწვარი ცომის ჩხირები 豆浆油条 (Dòujiāng yóutiáo)
ეს ორივე კომპონენტი, როგორც წესი ყოველთვის ერთადაა, ერთ კერძად მიიჩნევა და ყველაზე გავრცელებული საუზმის კომბინაციაა ჩინეთში. ზოგიერთი ადგილობრივი, უპირატესობას ანიჭებს ცომის ჩხირებს ბრინჯის ბულიონთან ერთად. რაც შეეხება სოის რძეს, ის მზადდება ბლენდერში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც ახლად შერეული რძე ასევე, მოხარშული სოიოს რძე, ერთჯერად ჭიქებში. ღრმად შემწვარი ცომის ჩხირები, კი გრძელი და ყავისფერია. მათი მირთმევა შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე რძესთან ერთად.
- ორთქლზე დამზადებული ფუნთუშები ხორცით, წვნიანით ან შიგთავსის გარეშე 包子汤包馒头 (Bāozi tāng bāo mántou)
ჩინელი ხალხი ორთქლზე დამზადებულ ფუნთუშებს თითქმის ყველა კერძთან ერთად მიირთმევს, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია მათი ჭამა დილით, საუზმეზე. ფუნთუშების არომატი მრავალფეროვანია, არის როგორც მარილიანი ისე ტკბილი. მარილით არომატიზირებულ ფუნთუშებში მოთავსებულია ადგილობრივი ღორის ხორცი, ბადრიჯანი, კვერცხი ან ბოსტნეული. ტკბილის შიგთავსი კი ლობიოს პასტა, ნაღების კრემი, სეზამის მარცვლები ან შაქარია.
- ტოუფუს პუდინგი 豆花(Dòuhuā)
ტოფუს პუდინგი ანუ სოიოს ხაჭო ძალიან პოპულარულია ჩინეთში. ის ძალიან რბილი სოიოს ხაჭოა, რომელსაც ნედლეული მარცვლებისაგან ამზადებენ. მისი არომატი რეგიონების მიხედვით განსხვავდება და საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩრდილოეთით უყვართ მარილიანი ტოფუს პუდინგი სოიოს სოუსთან ან ხორცთან ერთად, მაშინ როცა, სამხრეთით ტკბილ ტოფუს ანიჭებენ უპირატესობას, ჯინჯერთან ან ყავისფერი შაქრის სიროფთან ერთად.
- ხორბლის ატრია 面条 (Miàntiáo)
ჩრდილოეთ ჩინეთში, სადაც ხორბალი ყოველდღიურ მენიუშია, ერთი ჯამი ცხელი ხორბლის ატრია პოპულარული კერძია საუზმისთვის. უხანში, ცხელ დამშრალ ატრიას დილით ყველა ოჯახში მიირთმევენ. ეს კერძი მზადდება ერთი ტაფა მოხარშული ატრიასგან, რომელსაც შემდეგ აშრობენ, წვავენ სწრაფად და უმატებენ ცხარე სუნელებს. შედეგად კერძი გამოდის საკმაოდ გემრიელი. ასევე განთქმულია ლანჭოუს ატრია, რომლის შემადგენლობაში ღორიც ან ცხვრის ხორცია.
- ბრინჯის ატრია 米粉米线 (Mǐfěn mǐxiàn)
თუ შენ ალერგია გაქვს გლუტენზე(წებოვნობაზე) მაშინ საუკეთესო არჩევანი ბრინჯის ატრიაა. კერძი მზადდება ბრინჯისაგან და ძალიან გავს ხორბლის ატრიას, თუმცა გემო განსხვავებულია. იგი პოპულარულია ჩინეთის სამხრეთით, განსაკუთრებით კუანგსისა და იუნნანის პროვინციაში. კუილინში კი, ადგილობრივი ბრინჯისაგან დამზადებული ატრია მეტად გავრცელებული და იაფი კერძია. ადგილობრივები მას მიირთმევენ არა მხოლოდ დილით, საუზმეზე არამედ, სადილად და ვახშმად. კერძი მზადდება მოხარშული ბრინჯის ატრიასგან, მოხალული მიწის თხილის ან სოიოს მარცვლებისაგან, რომელსაც ემატება თხლად დაჭრილი სხვადასხვა ხორცის ნაჭრები, ხახვი, დამწნილებული მდოგვი და სხვა თქვენთვის სასურველი ინგრენდიენტი.
- ორთქლზე დამხადებული წებოვანი ბრინჯი 粽子粢饭团 (Zòngzi cī fàntuán)
ბრინჯის გუფთები მზადდება ორთქლზე მომზადებული წებოვანი ბრინჯის მარცვლებისაგან, რომლებიც გახვეულია ბამბუკის ფოთლებში. მათი შეძენა ქუჩაში გამოტანილ დახლებზეა შესაძლებელი და სხვა კერძების მსგავსად ისიც უამრავი სახეობის არსებობს. შეიძლება იყოს ტკბილი ან წითელი ლობიოს პასტით, კვერცხის გულით, ლოტოსის თესლით, მარილიანი ან ცხიმიანი ღორის ხორცით.
- ბრინჯის ფაფა ან უბრალოდ ბულიონი 粥 (Zhōu)
ბულიონი ჩინური საუზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის მსუბუქი, არომატიზირებული ბრინჯის ფაფა, რომელიც დიდი ხნის ხარშვის შემდეგ მზადდება. მისი გემო რეგიონების მიხედვით იცვლება და შეიძლება იყოს შეზავებული დამწნილებული ბოსტნეულით, არაქისით, ხორცით ან კვერცხით. ზოგიერთ შემთხვევაში, ბულიონი ტკბილია. ხშირად მას ამზადებენ წითელი ლობიოს მარცვლებით, მიწისთხილით ან შავი ფერიც ბრინჯით.
- ხუნტუნი (პელმენის წვნიანი) და პელმენები 馄饨饺子 (Húntún jiǎozi)
ხუნტუნი (პელმენის წვნიანი) და პელმენები არის ორი მსგავსი ტიპის საკვები, რომელიც შედგება ოთხკუთხედი ან მრგვალი ფორმის სახვევისა(ცომის კანი მზადდება პურისა და ფქვილისგან) და შიგთავსისაგან. ხუნტუნი შესაძლოა მოვხარშოთ არომატულ წვნიანთან ერთად, დავამზადოთ ორთქლზე ან შევწვათ მაღალ ტემპერატურაზე. ის შეიძლება იყოს ღორის ხორცის, კრევეტების, თევზის, სოკოსი ან სხვა ბოსტნეულის.
- ბლინები კვერცხით 煎饼 (Jiānbing)
ეს ბლინები ძალიან სწრაფად მზადდება და ძირითადად არომატული და ცხარე სუნელებით არის შეზავებული. როგორც ძალიან პოპულარული ქუჩის საკვები ჩინეთში, მათი პოვნა ქალაქის ყველა კუთხეშია შესაძლებელი. ბლინები როგორც წესი, გადახვეული თხელი ცომია, რომლის შიგნითაც შემწვარი კვერცხი, წვრილად დაჭრილი მდოგვის მწნილი, ხახვი, ქინძი და ცხარე სოუსია.
- დილის ჩაი და მსუბუქი წასახწმსებელი 早茶点心 (Zǎochá diǎnxīn)
საუზმის მენიუს დილის ჩაით და ით დავასრულებ. ჩაი დილის საუზმის უმთავრესი ინგრენდიენტია. ის არ არის კერძი, თუმცა მისი სახელი ასოცირდება საუზმესთან. ჩაი ძალზედ პოპულარულია სამხრეთ-აღმოსავლეთით კუანგტუნგში, ჰონგ-კონგში და მაკაოში. კერძები, რომელთაც ჩაისთან ერთად მიირთმევენ ეწოდებათ ტიენსინ, და ძირითადად პატარა კალათებშია მოთავსებული. კერძები აქაც მრავალფეროვანია და ატრიას, ბრინჯს, გუფთებს ან მარცვლებს მოიცავს. ტრადიციული ტიენსინ საუზმის უმთავრესი ელემენტი ჩაია. დილით თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე, წითელი ჟასმინის, ქრიზანთემას ან სხვა სახეობის ჩაი. რესტორნებში, მომხმარებელს შეუძლია თავად შეადგინოს ტრადიციული დილის საუზმის კალათა, რომელიც დაყოფილია პატარა ნაწილებად. ყველაზე პოპულარული კერძებია ორთქლზე დამზადებული დახვეული ვერმიშელი, კრევეტების გუფთები და ერთი ფინჯანი ჩაი.
[:]