[:ka]
ჩინეთის ეკონომიკის ზრდის და სხვა მაჩვენებლები ოფიციალურად ოთხშაბათს, 17 აპრილს, გამოქვეყნდება. ამ მოვლენას მსოფლიოს დიდი ნაწილი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. საშუალოდ, მოსალოდნელია, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 6,3% დაფიქსირდა პირველი სამი თვის მანძილზე. ეს კი გასულ მეოთხედთან შედარებით მცირედი, 0,1%-იანი კლება იქნება.
გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკას ყველაზე ნელი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ბოლი 30 წლის მანძილზე. საინტერესოა, რომ ამის მიუხედავად, მსოფლისო მეორე ეკონომიკა წლიურად საქართველოზე სწრაფი ტემპებით იზრდება.
პრემიერმა ლი ქეციანგმა განაცხადა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში განვითარებული მოვლენების გამო ჩინეთი ამცირებს საკუთარი ზრდის ნიშნულს და წლიური სამიზნე 6,5% იქნება. მიუხედავად წლის მძიმე დასაწყისისა, ეკონომიკური ზრდის და სხვა მაჩვენებლები გაუმჯობესდა მარტის თვეში, რაც სავარაუდოს ხდის, რომ ჩინეთის წლიური მშპ-ს ზრდა 6%-დან 6,5%-იან შუალედში მოექცევა.
ხუთი რამ, რისი მოლოდინიც აქვთ ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს:
1. ტრამპის მხრიდან ტარიფების შემდგომი ზრდის გადადების ეფექტი
გასული წელი მძიმე აღმოჩნდა ჩინეთის ეკონომიკისთვის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის გაჩაღებული სავაჭრო ომი გახლდათ. CSI 300 ინდექსი, რომელიც ზომავს ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების ჯამურ ღირებულებას, 24%-ით დაეცა 2018 წლის მაისთან შედარებით. ეს კი ის პერიოდია, როცა ჩინეთ-ამერიკას შორის სავაჭრო დაპირისპირება დაიწყო.
თუმცა, ინდექსმა კვლავ დაიწყო ზრდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპა განაცხადა, რომ ის სამომავლოდ ტარიფების გაზრდის ინიციატივას უკან გაიხმობდა. უკვე ცხადია, რომ მოხდება მხარეებს შორის შეთანხმება, მთავარი კითხვაა, როდის. ანალიტიკოსები ელიან, რომ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ჩინეთის საფონდო ბირჟებზე პოზიტიურად აისახება.
2. კერძო სექტორის გამოცოცხლება
ბოლო წლების მანძილზე კერძო კომპანიებს ჩინეთში უჭირთ სახელმწიფო ბანკებისგან კრედიტის მიღება. სახელმწიფოსა და მთავრობისადმი ნდობის ასამაღლებლად გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ვიცე პრემიერი ლიუ ხე და პრეზიდენტი სი ძინფინგი შეხვდა უმსხვილესი კერძო კომპანიების წარმომადგენლებს. იანვარში კი ბატონმა ლიუმ და პრემიერმა ლი ქეციანგმა საჯაროდ მოუწოდეს სახელმწიფო ბანკებს, რომ ფინანსურად დაეხმარონ კერზო სექტორის წარმომადგენელ ფირმებს. უახლესი მონაცემები კი ადასტურებენ, რომ კერძო კომპანიები ბოლო თვეებში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებენ.
3. მუშაობს თუ არა ცენტრალური მთავრობის შეთავაზებული სტიმულები
ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ჩინეთის მთავრობამ ბიზნესებს რიგი სტიმულები შესთავაზა. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო სხვადასხვა ტიპის გადასახადების შემცირება. ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ კლიენტებს შეუმცირა თანხის ის მინიმალური ზღვარი, რომელიც მათ უნდა გადადონ რეზერვებში. ყველაფერმა ამან კი უნდა გამოიწვიოს კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების განვითარებას.
4. უბრუნდება თუ არა პეკინი ეკონომიკის ზრდის დასაბრუნებლად უკვე ნაცად ხერხებს?
ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოა, გამოიყენოს ეკონომიკური ზრდის დასაბრუნებლად ის ხერხები, რომლებმაც ადრე უკვე გაამართლა. ჩინურმა ბანკებმა წლის პირველ მეოთხედში რეკორდული 5,8 ტრილიონი იუანის კრედიტები გასცეს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა შეიძლება გვაჩვენონ შესაბამისი ზრდა ფიქსირებულ აქტივებში სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ჩადებულ ინვესტიციებში.
5. გახდება სახლი ( უძრავი ქონება ) სპეკულაციის საგანი?
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იშვიათად იმეორებენ სლოგანს, რომელიც ადრე ხშირად ისმოდა მათ გამოსლვებში : “სახლები არის საცსხოვრებლად და არა სპეკულაციისთვის”, ამისგან განსხვავებით ახლა ისინი ამცირებენ შეზღუდვებს უძრავი ქონების სექტორზე, რადგან ეს სექტორი წლების მანძილზე ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის თითქმის მეოთხედს შეადგენს.
[:]