[:ka]რა საშუალებებით გაუმკლავდება ჩინეთი ეკონომიკურ შოკებს[:]

[:ka]

ჩინეთს საკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს პრეზიდენტი სი ძინგფინის მიერ იდენტიფიცირებულ რისკებს, თუმცა საჭიროა ყოვლისმომცველი და შორსმჭვრეტელი გეგმა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება გადალახოს ეკონომიკური „შოკური ტალღები“ მომავალ წელს,- აცხადებს სახელმწიფო think tank-ი.

ჩინეთის მთავრობას 2016 წლის მონაცემებით ჰქონდა 120 ტრილიონი იუანის ( $17,41 ტრილიონი ) – აქტივები, მათ შორის შედიოდა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ბიზნესები ( SOE ), ეროვნული ინფრასტრუქტურული პროექტები და უცხოური რეზერვები.

„სახელმწიფომ საკმარისი რაოდენობით ატივები დააგროვა ე.წ. ‘დაწევის’ პერიოდის დროს ბოლო 40 წლის განმავლობაში. სწორედ ეს აქტივები დაგვეხმარება დამაჯერებლად გავუმკლავდეთ რისკებს“ – აცხადებს კვლევითი პროექტის წევრი ჭანგ სიაოძინი.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ანგარიშში მონაცემების სიდიდის გამო, ის გამოიცემა 2 წლის დაგვიანებით. ამასთან, ცენტრალური ხელისუფლება არ ასაჯაროებს ინფორმაციის საკუთარ ვერსიას.

შეჯამება, რომელიც კვლევას თან მოჰყვა, მოიცავს იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩინეთმა უნდა გადადგას 2019 წელს, მათ შორის  დიდი ნაწილია დათმობილი ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაზე.

ანალიტიკოსების მოლოდინით, შემდეგი წლიდან სახელმწიფო დაიწყებს მეტი ეკონომიკური სტიმულების ამუშავებას, როგორიცაა უფრო დიდი ფისკალური დეფიციტის წილი მშპ-სთან მიმართებით, რასაც მოჰყვება გადასახადების კიდევ უფრო შემცირება. ნიშანდობლივია, რომ 2018 წელს გადასახადები ჯამში 1,2 ტრილიონი იუანით შემცირდა.

რაც შეეხება ქვეყნის მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს, შვეიცარიაში დაფუძნებული ბანკ International Settlements-ის მიხედვით, ქვეყნის ვალი მშპ-სთან მიმართებით  2018 წლის ივნისის ბოლოს 253,1% გახლდათ, რაც წინა მეოთხედის 253,4%-თან შედარებით მცირე იყო. თუმცა აღემატებოდა წინა წლის 244%-ს.

არაფინანსური კორპორაციების ( non-financial corporate ratio ) ივნისის მონაცემებით 155,1%-მდე დაეცა წინა მეოთხედის 157,1%-დან და გაიზარდა წინა წლის 151,8%-დან.

რიგითი მოქალაქეების ვალის წილი 50,3%-ს შეადგენს, რაც მარტის 49,3% და წინა წლის 46,9%-ე მეტია.

სახელმწიფო ფინანსური ვალდებულების წილი კი ივნისში 47,6% იყო, რაც მეტია, ვიდრე მარტის 46,9% და 2017 წლის 45,4%.

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის მაღალი პროცენტული რაოდენობა აიხსნება დიდი დანაზოგებით და ადგილობრივი ბანკების მხრიდან გაცემული დიდი სესხების ნაცვლად საფონდო ბირჟებისა. ამ მხრივ ჩინური ეკონომიკის აღნიშნული სეგმენტი განსხვავდება ამერიკულისგან.

ცენტრალური ფინანსური და ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელის, ხან ვენსიუს განცხადებით, ჩინეთის ეკონომიკა გაუმკლავდება მოსალოდნელ რისკებს თუ არ გაჩნდა დიდი რაოდენობით გაუთვალისწინებელი ვალის აღების აუცილებლობა.  ხან ვენსიუმ მოიყვანა იაპონიის მაგალითი, რომელსაც ასევე  მშპ-სთან ვალის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, თუმცა საკუთარ ეკონომიკას კრიზისისგან დამაჯერებლად იცავს.

ჭანგ სიაოძინის განცხადებით, გრძელვადიანი პერსპექტივაში ქვეყნისთვის აუცილებელია სახელმწიფო აქტივების და შიდა ვალის ოპტიმიზაცია, ასევე  SEO-ების წახალსიება, რათა მათ დაიწყონ ეფექტური რეფორმირება და მოიშორონ   ე.წ. „ზომბი ბიზნესების“  სტატუსი.

„ზომბი ბიზნესებს“  ეძახიან ისეთი ტიპის ბიზნესებს, რომლებიც წლების მანძილზე ბანკებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის ხარჯზე განაგრძობენ არსებობას და ფინანსურად წაგებაში არიან.

ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, გადასახადების ამკრეფი დეპარტამენტი  პირადად იმუშავებს, რათა ადგილობრივ დონეზეც სოციალური ტიპის გადასახადები აკრეფილი იქნას სრულიად.  ამასთან, ჯერ ოფიციალურად არ გაკეთებულა განცხადება, თუ რა ტიპის გადასახადებს შეამცირებს ცენტრალური ხელისუფლება 2019 წლიდან.

[:]

კომენტარის დატოვება