სექტემბერი17 , 2023
ბიზნესირევოლუციიდან ევოლუციამდე: iPhone - ის 10 წელი ...

[:ka]რევოლუციიდან ევოლუციამდე: iPhone – ის 10 წელი [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

“ფართოეკრანიანი, სენსორული” “რევოლუციური მობილური” და “განვითარებული ინტერნეტ კომუნიკატორი” –  ასე წარადგინა  სტივ ჯობსმა, Apple Computer Inc – ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა,  პირველი iPhone 10 წლის წინ.

Apple – ის ცნობილი სმარტფონი, რომელმაც 15 მოდელი 10 წლის განმავლობაში წარადგინა, ახალი თაობის მობილურის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც iPhone 8 და iPhone 8 Plus – ის მოდელებსა და ყველაზე განხილვად iPhone X – ს აერთიანებს, რაც კომპანიის 10 წლის იუბილესთვის იგეგმებოდა.

მოსალოდნელია, რომ პრეზენტაციისა და გაყიდვების დაწყების შემდეგ, მსოფლიოს ირგვლივ ადამიანები Apple – ის მაღაზიებთან უზარმაზარ რიგებში ჩადგებიან, იმისთვის რომ პირველებმა შეიგრძნონ ახალი გამოწვევები.

მაგრამ ის აღფრთოვანება და მოულოდნელობის განცდა შეიძლება აღარ დაბრუნდეს, რომელიც ათასობით მომხმარებელმა პირველი iPhone – ის ყიდვის დროს შეიგრძნო, 2007 წლის 29 ივნისს, ამერიკაში  AT &T – ს მაღაზიებში.

შეიძლება, პირველი iPhone – ივით, მობილურების  ყოველ ახალ თაობას არ მოუხდენია რევოლუცია და არ შეუცვლია ინდუსტრია,  მაგრამ პირველმა გამოშვებამ სტივ ჯობსის “მობილურის განახლების” ამბიციებს უპასუხა.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს პერიოდულად ესთეტიკის მნიშნველობისა და მობილურის ფუნქციების შეცვლა შეუძლიათ, iPhone- მა ადამიანების ცხოვრება შეცვალა, რადგან ისინი უფრო ფართოდ და სასარგებლოდ იყენებენ მობილურებს, ინახავენ კონტაქტებს, იღებენ სურათებს, პირდაპირ ეთერში ერთვებიან და სხვადასხვა გასართობ თუ ინტელექტუალურ პროგრამას ეცნობიან.

Fortune –  ის ინფორმაციით, ბოლო 10 წელი, ფაქტობრივად, Apple – ის კომპანიის მოწმეა, რადგან კომპანიამ ამ წლის 31 მარტს  მესამე ადგილი Fortune 500 – ის სიაში დაიკავა, საბაზრო ღირებულებით – $753.7 მილიარდი. მოსალოდნელია, რომ ის მსოფლიოში პირველი ტრილიონ დოლარიანი კომპანია გახდება.

კვლევების ფირმის IDC- ის ინფრომაციით,  2009 წლის ოქტომბერს Apple  ჩინეთის ბაზარზე შევიდა  და რამდენიმე თვეში კომპანიის საბაზრო წილი 7.1% გახდა.

Counterpoint Technology –  ის ბაზრის კვლევების საკონსულტაციო ფირმის ინფორმაციით, სმარტფონის ჩინური კომპანიები კონკურენციას არ შეუშინდნენ არც საკუთარ ქვეყანაში და არც საზღვრებს გარეთ, ივნისსა და ივლისში, Huawei- მ, Apple – ს აჯობა და მსოფლიოში, მეორე უმსხვილესი სმარტფონების კომპანია გახდა.

გადავხედოთ Apple – ის კომპანიის 10 წელს :

iPhone 7 Plus

[ფოტო/ Phone Arena]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2016 წლის 16 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 5.5 ინჩი

ფერები: ვარდისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, წითელი, შავი, პრიალა შავი.

 

iPhone 7

სან ფრანცისკო, კალიფორნია, ჟურნალისტი ახალი თაობის iPhone – ს ათვალიერებს. 2016 წლის 7 სექტემბერი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2016 წლის 16 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 4.7 ინჩი

ფერები: ვარდისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, წითელი, შავი, პრიალა შავი.

 

iPhone SE 

[ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2016 წლის 31 მარტი

ეკრანის ზომა: 4.0 ინჩი

ფერები: ოქროსფერი, ვარდისფერი, მუქი სერი, ვერცხლისფერი

 

iPhone 6s Plus

სან ფრანცისკო 2015 წლის 9 სექტემბერი, Apple- ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტიმ კუკი ახალი თაობის iPhone- ებს განიხილავს. [ფოტო/ IC]
iPhone 6s Plus

გაყიდვების დაწყების თარიღი: 2015 წლის 15 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 5.5 ინჩი

ფერები: მუქი სერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ვარდისფერი

iPhone 6s

გაყიდვების დაწყების თარიღი: 2015 წლის 15 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 4.7 ინჩი

ფერები: მუქი სერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ვარდისფერი

 

iPhone 6 Plus

iPhone 6 და iPhone 6 Plus პრეზენტაცია კალიფორნიაში. 2014 წლის 9 სექტემბერი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2014 წლის 19 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 5.5 ინჩი

ფერები: მუქი სერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი

iPhone 6

გაყიდვების დაწყების თარიღი: 2014 წლის 19 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 4.7 ინჩი

ფერები: მუქი სერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი

 

iPhone 5S

მაღაზია ბერლინში. 2013 წლის 10 სექტემბერი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2013 წლის 20 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 4.0 ინჩი

ფერები: მუქი სერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი

 

iPhone 5C

ახალი მოდელების წარდგენა ბერლინში, 2013 წლის 10 სექტემბერი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2013 წლის 20 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 4.0 ინჩი

ფერები: მწვანე, ლურჯი, ყვითელი, თეთრი, სტაფილოსფერი

 

iPhone 5 

iPhone 5 – ის წარდგენა, სან ფრანცისკო. 2012 წლის 12 სექტემბერი [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2012 წლის 21 სექტემბერი

ეკრანის ზომა: 4.0 ინჩი

ფერები: თეთრი, ვერცხლისფერი, შავი

iPhone 4S

ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი, Apple – ის მაღაზიის წინ ბოსტონში. 2011 წლის 14 ოქტომბერი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2011 წლის 14 ოქტომბერი

ეკრანის ზომა: 3.9 ინჩი

ფერები: შავი და თეთრი

iPhone 4 

AT&T – ს მაღაზია კალიფორნიაში. 2011 წლის 11 იანვარი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2010 წლის 24 ივნისი

ეკრანის ზომა: 3.5 ინჩი

ფერები: შავი და თეთრი

iPhone 3Gs

China Unicom – ის თანამშრომელმა ახალი მოდელი წარადგინა, ლიაონინგის პროვინცია, 2009 წლის 29 ოქტომბერი [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2009 წლის 19 ივნისი

ეკრანის ზომა: 3.5 ინჩი

ფერები: შავი და თეთრი

 

iPhone 3G

2008 წლის 11 ივლისი. ჯონი გლადველმა მსოფლიოში პირველი iPhone 3G შეიძინა. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2008 წლის 11 ივლისი

ეკრანის ზომა: 3.5 ინჩი

ფერები: შავი და თეთრი

 

iPhone (პირველი თაობა)

სტივ ჯობსმა Apple Computer Inc – ის პირველი iPhone წარადგინა, კალიფორნია, სან ფრანცისკო. 2007 წლის 9 იანვარი. [ფოტო/ IC]
გაყიდვების დაწყების თარიღი: 2007 წლის 29 ივნისი

ეკრანის ზომა: 3.5 ინჩი

ფერი: შავი[:]

უახლესი სტატიები

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

ჩინეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თამარ ქვლივიძე გახდა

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები