ივნისი6 , 2023
ბიზნესირიგით მე-4 მსოფლიო ინტერნეტ კონფერენცია

[:ka]რიგით მე-4 მსოფლიო ინტერნეტ კონფერენცია [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჭეძიანგის პროვინციაში, უ’ჭენში რიგით მე-4 მსოფლიო ინტერნეტ კონფერენცია გაიმართა, სადაც გამოფენილი იყო მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები. ოთხდღიან ღონისძიებას უ’ჭენის საერთაშორისო ინტერნეტ გამოფენისა და ყრილობის ცენტრმა უმასპინძლა.

წლევანდელ კონფერენციაში 400-ზე მეტი კომპანია ჩაერთო ქვეყნის 13 რეგიონიდან. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ ინდუსტრიული გიგანტები, როგორიცაა BMW, Kaspersky, Alibaba და Tencent, არამედ საინფორმაციო ტექნოლოგიური სფეროს სტარტაპერები.

ექსპოს ახალი აღმოჩენა გახდა ხმის ამოცნობის კომპანია, IFly Tek-ის სათარგმნი მანქანა “Xiaoyi”, რომელმაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებათა დიდი ყურადღება მიიპყრო. კომპანიის ახალი პროდუქტი ასევე გამოიყენება კონფერენციებში ინტერპრეტაციისთვის.

მე-4 მსოფლიო ინტერნეტ კონფერენციის კიდევ ერთი აღმოჩენა გახდა საზიარო ველოსიპედების წამყვანი კომპანია Ofo, რომელიც პეკინში დაარსდა. “ჩვენი მიზანია ცხოვრების შემსუბუქება” – განაცხადა ლი პოფვეიმ, კომპანიის მენეჯერმა.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები