მარტი28 , 2023
ბიზნესისავაჭრო ანგარიშის თანახმად ჩინეთი აშშ-ს ექსპორტიორებისთვის საკმაოდ დიდ პოტენციალია

[:ka]სავაჭრო ანგარიშის თანახმად ჩინეთი აშშ-ს ექსპორტიორებისთვის საკმაოდ დიდ პოტენციალია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის სრული იმპორტი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 8 ტრილიონ დოლარამდე მიაღწევს, რაც აშშ-ში მსხვილ ბიზნეს შესაძლებლობებს მოუტანს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის, აღნიშნა კომერციულმა დეპარტამენტმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში.

ჩინეთი-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კვლევის ანგარიშის თანახმად, ენერგეტიკის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ზოგადი წარმოებისა და მომსახურების პროდუქტები და საქონელი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას.

ჩინეთი სამომავლოდ გეგმავს შემოიტანოს აშშ-ან სოიო და ბამბა, ასევე მაღალგანვითარებულ საქონელი, როგორიცაა სამგზავრო თვითმფრინავი, ინტეგრირებული სქემები და ჩარხები.

” იმპორტის ზრდა ხელს შეუწყობს ჩინეთის მომსახურებას და ასევე დაგვეხმარება სამრეწველო სექტორის განახლებაში”, – განაცხადა კომერციის სამინისტროს სპიკერმა სუნ ძივენმა. “ეკონომიკური გლობალიზაცია საფუძვლად უდევს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას”-განაცხადა მან.

ჩინეთსა და აშშ-ში ასევე განიხილება აშშ-ის საექსპორტო ფილმების გაფართოების გეგმები.

ჩინეთი წარმოების ცენტრია შუალედურ საქონლის სფეროში.  მაგრამ აშშ კვლავ დომინანტური მოთამაშეა მაღალი ღირებულების მქონე მრეწველობის სფეროში. აშშ-ს ასევე აქვს უკიდურესად დახვეწილი სერვისი და ინოვაცია, კვლევა და განვითარება.

“ჩინეთსა და აშშ-ს კვლავ აქვთ მგრძნობიარე ეკონომიკური სფეროები და საკუთარი აქცენტი ურთიერთობის. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეროვნული პირობები და განვითარების ეტაპები, განსაზღვრავენ გლობალიზებულ სამყაროში სტატუსის, შრომის განაწილებას და ორი ქვეყნის ღიაობას”-განაცხადა, სუნ ძივენმა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს მაღალტექნოლოგიური საექსპორტო კონტროლის განხორციელებას ჩინეთში, რაც კრძალავს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პროდუქტების  გაყიდვას. ეს კი საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის გაცვლაში.

[:]

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები