Home ახალი ამბები როგორ აღინიშნა დასავლური ახალი წელი ჩინეთში

როგორ აღინიშნა დასავლური ახალი წელი ჩინეთში

0
4

ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ წელს განსხვავებულ დროს აღინიშნება (21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში) და გაზაფხულის ფესტივალის სახელით მოიხსენიება, თუმცა დასავლური ახალი წლის აღნიშვნასაც სათანადო ყურადღება ექცევა.

გრიგორიანული კალენდრის ახალი წელი სახალხო დღესასწაულია. ჩვეულებრივ 3 დღიანი დასვენებაა, სკოლები და ბიზნესის უმეტესობა დაკეტილია. სავაჭრო ცენტრების უმრავლესობა სადღესასწაულოდაა მორთული, მრავალი აქცია და ფასდაკლებაა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ისტორიის სწორ მხარეს დგას“. ასევე, აღნიშნა, რომ პეკინი “მტკიცედ დაუჭერს მხარს მშვიდობასა და განვითარებას”.

უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრის დასაწყისში ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა ქვეყნის „ნულოვანი-COVID“ პოლიტიკა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი COVID-19 პანდემიის მართვის „ახალ ფაზაში“ გადადის.

2023 წელი განსაკუთრებულად აღინიშნა უხანში, ქალაქში სადაც სამი წლის წინ პანდემია დაიწყო. ახალი წლის აღსანიშნავად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ცხადია,  უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით. უხანის მოსახლეობამ 2023 წლის დადგომა ჰაერში ფერადი საჰაერო ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ამავდროულად, სპეციალური საახალწლო ღონისძიებები მოეწყო პეკინში, შანხაიში, ჰონგ-კონგში, ხარპინსა და ჩინეთის თითქმის ყველა სხვა მნიშვნელოვან ქალაქში.