მარტი26 , 2023
სხვადასხვაროგორ იქცევენ თავს იზოლაციაში მყოფი ჩინელები

როგორ იქცევენ თავს იზოლაციაში მყოფი ჩინელები

-

- Advertisment -spot_img

10 დღეზე მეტია, რაც ახალი კორონავირუსის კერა ქალაქი უხანი ჩაკეტილია და კარანტინში იმყოფება. მაცხოვრებლების უმრავლესობა სახლებში არის გამოკეტილი, რაც მათთვის მარტივი ნამდვილად არ არის, შრომას და მუშაობას მიჩვეულმა ჩინელებმა აღარ იციან, როგორ გაუმკლავდნენ მოწყენილობას, ისინი ცდილობენ ეპიდემიის მიუხედავად პოზიტივი შეინარჩუნონ და ერთმანეთს სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეოებითა და სტატუსებით ამხნევებენ.

ხუპეის პროვინციის 11 მილიონიანი ქალაქი 23 იანვრის შემდეგ დაკეტილია. ფრენების, მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლა უხანში გაუქმებულია, ქალაქიდან გასასვლელი და შემოსასვლელი გზატკეცილი ჩაკეტილია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. მოგვიანებით, ქალაქმა აკრძალა რამდენიმე კერძო სატრანსპორტო საშუალება, რათა გადაადგილება მაქსიმალურად შეეზღუდა.

მაცხოვრებელები პოულობენ ახალ გზებს იმისთვის, რომ სახლში ყოფნა ისეთი მოსაწყენი აღარ იყოს.

ერთ პოპულარულ ვიდეოში, რომელმაც ჩინურ სოციალურ ქსელ ვეიპოში 320 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, მამაკაცი სიბნელეში უხანურ დიალექტზე ყვირის, იმის გასაგებად თუ არის ვინმე გარეთ.

“ხალხო, მეზობლებო, გააღეთ ფანჯრები, დავიწყოთ შეძახილების მატჩი, თორემ მგონია, რომ გავგიჟდები!” მას მოგვიანებით, სხვა მამაკაცი ეხმაურება: “გამოწვევა Მიღებულია. მეც მსურს ვინმესთან საუბარი. მოდით გავაღოთ ფანჯრები და ერთმანეთს გული გადავუშვალოთ.”

სოციალურ ქსელებში სხვა პოპულარული ვიდეობიც ტრიალებს, რომელიც ასახავს იზოლაციაში მყოფი ჩინელების ყოველდღიური რუტინას, როგორ დგებიან შუადღით (და არა დილით 6 საათზე, როგორც ჩვეულებრივ ახასიათებთ), სცემენ ბოლთას მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, საძინელებში, ტუალეტში და შემდეგ ისევ ბრუნდებიან საძინებელში.

ზოგიერთი მისაღებ ოთახში სასადილო მაგიდასთან ბადმინტონის ან პინგ-პონგის თამაშით იქცევს თავს ან ვიდეო თამაშებით, რომლისთვისაც აქამდე დროს ვერ პოულობდა. სხვები კი აზიარებენ სქრინშოტებს, რომელიც მათ დღიურ ფიზიკურ აქტივობას ასახავს (რაც 100 ნაბიჯზე ნაკლებია). ვიჩატში ასევე ხშირია სახლში მომზადებული კერძების ფოტოები, ჩინელები ერთმანეთს საკუთარ კულინარიულ შედევრებს უზიარებენ.

უხანის უნივერსიტეტის მასწავლებელი, პაი იუ ყვება, რომ უხანის დაკეტვის შემდეგ ქუჩაში სულ ორჯერ გავიდა, ისიც ყოველდღიური მოხმარების ნივთების საყიდლად მაღაზიაში, დანარჩენ დროს სახლში მეუღლესთან ერთად ატარებს. “ჩვენ შუადღით ვდგებით, ჩემი მეუღლე ამზადებს ლანჩს, მე ვკითხულობ წიგნებს, ვწერ გაზეთისთვის, საღამოს კი სატელევიზიო გადაცემებისა და შოუების ყურებაში ვატარებთ, ჩემი მეუღლის კულინარიული მონაცემები საგრძნობლად დაიხვეწა, იმის გამო, რომ მოტანის სერვისს დიდი დრო სჭირდება, კერძებს ჩემი მეუღლე ამზადებს, ძალიან მენატრება რესტორებში სიარული და გემრიელი საჭმელების ჭამა.”

“ვფიქრობ ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარულიც უფრო გაღრმავდა, ახლა ხომ დროს სულ ერთად ვატარებთ, ეს ხომ ჩვენი ერთად ყოფნის უნიკალური შანსია.”- ამბობს პაი

ახალგაზრდები თავს სოციალური ქსელის მეშვეობით იქცევენ, თუმცა ასეთი ცხოვრების სტილი ასაკოვანი ადამიანებისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით რთული. ახალგაზრდები ცდილობენ ინფორმირებული ჰყავდეთ მშობლები და მათთან აქვთ მუდმივი კონტაქტი.

ესეც კარანტინის პოზიტიური და სახალისო მხარეები, ანუ ზოგი ჭირი მარგებელიაო 🙂

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები