[:ka]

გასული საუკუნის 70-იან წლებში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ იაპონია მსოფლიოს #1 ეკონომიკა გახდებოდა. ეს საკითხი შემდეგ ათწლეულშიც აქტუალური იყო. განსაკუთრებით კი  – 1995 წელს, როცა იაპონიის ნომინალური მშპ რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოში პირველი უნდა ყოფილიყო სიდიდით თუ არსებული ზრდის ტემპები შენარჩუნდებოდა.

განმარტება: პროგნოზი კეთდებოდა იმ დაშვებით, რომ 1995 წლის შემდეგ მშპ-ს ისეთივე ზრდა იქნებოდა, როგორც 1990-1995 წლების საშუალო ზრდა იყო. მონაცემები დათვლილია ამერიკულ დოლარში.

თუ ამ მონაცემებით და პროგნოზებით ვიმსჯელებდით, იაპონიის #1 ეკონომიკად გახდომა გარდაუვალი პროცესი იქნებოდა. სწორედ ეს გახლავთ მსგავსი ეკონომიკური პროგნოზების მთავარი უარყოფითი მხარე. ეკონომისტი და ანალიტიკოსი დენიელ მოსის განცხადებით, მსგავს შეცდომას ვუშვებთ ყოველ ჯერზე, როცა ვამბობთ, რომ ჩინეთი აშშ-ს ეკონომიკას სიდიდით გადაასწრებს.

გასულ ათწლეულში, Standard Chartered Plc -ს პროგნოზით, ჩინეთი #1 ეკონომიკა 2020 წელს გახდებოდა და 2030 წელს აშშ-ზე ზომით ორჯერ დიდიც კი იქნებოდა. 2014 წელს IHS Markit Economics-ის პროგნოზით, ეს დღე 10 წლის შემდეგ, 2024-ში დადგებოდა.

პროგნოზებში არ იყო გათვალისწინებული, რომ ბოლო რამდენიმე წელია ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა, მაშინ, როცა აშშ-სი გაიზარდა. 2018 წელს აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი $20,54 ტრილიონი იყო, რაც ჩინეთის $13,09 ტრილიონზე 60%-ით მეტია.

იმის მიხედვით, თუ რა მონაცემებით გავაკეთებთ პროგნოზს, ჩინეთის ეკონომიკამ შეიძლება აშშ-ს გადაუსწროს 4 წელიწადში ან არასდროს.

შენიშვნა: დაშვებული ზრდის ტემპები აღებულია, თანმიმდევრობით: ჩინეთის ისტორიული მინიმუმი 2012 წლისთვის, აშშ-ს 10 წლის საშუალო 1,8% 2012 წლისთვის. 6% – ჩინეთის ამჟამინდელი ზრდის ყველაზე დაბალი სამიზნე ნიშნული, 2,2% აშშ-ს 20 წლის საშუალო ზრდა 2018 წლისთვის.

ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს პროგნოზი. თუ თქვენ ჩინეთის 2011 წლის მშპ-ს 8%-იან ზრდას დაუშვებთ და ასევე აშშ-ს 10 წლიანი საშუალოთი 1,8%-ით გაზრდით ყოველწლიურად, ჩინეთი შტატებს 2023 წელს გადაასწრებს. მეორე მხრივ, ჩინეთის 6% ზრდა რომ გავითვალისწინოთ, რაც ამჟამინდელი მიზანია, აშშ 2028 წელს ჩამოქვეითდება მეორე ადგილზე.

თუმცა, რა მოხდება თუ აშშ-ს 20 წლის საშუალო ზრდას გავითვალისწინებთ, რაც 2,2%-ია? და Brookings-ის გათვლილ ზრდის ტემპს შევუსაბამებთ ჩინეთს? ამ შემთხვევაში ჩინეთი პირველი ადგილისთვის ჭიდილს 2050 წლამდე განაგრძობს.

დღეს ჩინეთის სამუშაო ძალა აშშ-საზე 5-ჯერ დიდია. 2060 წლისთვის კი მხოლოდ 3-ჯერ დიდი იქნება.

რაც დრო გავა, დემოგრაფიული ფაქტორები უფრო დიდ როლს ითამაშებს პირველი ადგილისთვის ჭიდილში. ეს კი ნიშნავს, რომ შემცირებულ საუშაო ძალას მოუწევს უფრო მეტი პროდუქტიულობის გამოჩენა, რათა ზრდის პროგნოზი შენარჩუნდეს, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ამასთან,  ჩინეთის Total Factor Productivity სი ძინფინგის ეპოქაში შემცირდა.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩინეთი არ უნდა გამოვთიშოთ ამ რბოლიდან. ჩინეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით უკვე მსოფლიოს #1 ეკონომიკაა. ამას გარდა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩანდა იაპონია ასეთი ძლევამოსილი გახლდათ გაცვლის კურსი. ამიტომ, ბევრი რამ სწორედ იუანის სიმყარეზე იქნება დამოკიდებული.

დღეს ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსგავსი მონაცემები ვერ იქნება უშეცდომო განმსაზღვრელი მომავლის, თუმცა პროგნოზების გაკეთების ცდუნება საკმაოდ დიდია.

[:]