გასულ კვირას, როცა რუსეთის სასამართლომ შეაჩერა იუნესკოს მიერ დაცულ ბაიკალის  ტბის სანაპიროზე, ციმბირში, მილსადენების მშენებლობა, ბუნების დამცველებმა ეს ფაქტი საკუთარ გამარჯვებად ჩათვალეს. შეიძლება მართლაც ასე იყოს, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ ამ პრეოქტს საფრთხის ქვეშ დაეყენებინა ბაიკალის ტბის მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. ამიტომაც, საპროტესტო ტალღამ ციმბირიდან მოსკოვამდეც მიაღწია. პროექტის საწინააღმდეგოდ შექმნილ ონლაინ პეტიციას კი ხელი მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.  ანალიტიკოსების აზრით, საპროტესტო ტალღა გამოწვეული იყო არა მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვით, არამედ იმ ფრთხილი დამოკიდებულებით, რომელიც რუსებს ჩინური ინვესტიციების მიმართ აქვთ. $21 მილიონიანი პროექტის სათავეში დგას კომპანია AquaSib, რუსული ფირმა, რომელსაც ფლობს ჩინური კომპანია Lake Baikal Water industry ტაცინგში, ჰეილონგძიანგის პროვინციის ქალაქში, რომელიც ბაიკალის ტბიდან 1430 კილომეტრით არის დაშორებული. მილსადენი ემსახურებოდა ბაიკალის წყლის ბოთლებში ჩამოსხმას და მისი 80%-ის ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ექსპორტს.

“რუსულ-ჩინურ ბიზნეს შორის უთანხმოებამ ციმბირის პროექტზე უკვე შექმნა გარკვეული პრობლემები მოსკოვში. რუსული მასობრივი მედია საშუალებები და მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია ჩინური პროექტების”,– აცხადებს იური ტავროვსკი, ადამიანთა მეგობრობის უნივერსიტეტის ლექტორი. მისი განცახდებით, სასმელი წყლის მილსადენების პროექტი მხოლოდ ზრდის უთანხმოებას რუსებსა და ჩინეთს შორის.

ოფიციალურ სურათს რომ შევხედოთ, ჩინეთსა და რუსეთს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ, რაც დიდწილად განპირობებულია ამერიკასთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით. ამას გარდა, მოსკოვის კავშირები შესუსტსდა დასავლეთთან ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ. სწორედ ამიტონ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირი პეკინისკენ იბრუნა. პეკინი, თავის მხრივ, ჩართულია აშშ-სთან სავაჭრო ომში და ხშირად იმსახურებს კრიტიკას “სარტყელისა და გზის” ინიციატივისთვის დასავლეთიდან.

2 წლის წინ, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის წინ პრეზიდენტმა სი ძინფინგმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ორ ქვეყანას ისტორიის მანძილზე საუკეთესო ურთიერთობა სწორედ მაშინ ჰქონდა. ბოლო წლების მანძილზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა საერთო საინვესტიციო ფონდისთვის და დაფინანსდა ათობით პროექტი, რომელთა მთავარი მიზანი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება იყო.

ბოლო 10 წლის მანძილზე ჩინეთის ინვესტიციები რუსეთში 9-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს $13,8 მილიარდს მიაღწია. ამ ინვესტიციების 2/3 მიმართული იყო რუსეთის ბუნებრივი რესურსებისკენ. გასაკვირია, რომ ასეთი მასშტაბების ეკონომიკური კავშირების მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ერთგვარი ფარული დაძაბულობა წარმოიშვა, რადგან რუსული მხარე უფრთხის მათ ქვეყანაში ჩინეთის აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას.

ჩინელმა ინვესტორებმა დაიწყეს ბაიკალის ტბის სანაპიროზე მშენებარე სასტუმროების შეძენა. რუსეთში ასევე შეიქმნა პეტიცია, რომელიც პეკინს ბაიკალის ტბის მიმდებარე ტერიტორიების ჩინურ პროვინციად გადაკეთების სურვილში ადანაშაულებს. Eurasia Group-ის ანალიტიკოსის, რობერტ კაპლანის აზრით, რუსულ მხარეს პარანოიული შიში აქვს, რომ დროთა განმავლობაში ჩინეთი დაიბრუნებს ეფექტურ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ კონტროლს რუსეთთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე. 1858 – 1860 წლებში, ცინგის დინასტიამ ორი ხელშეკრულების ფარგლებში 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაუთმო რუსეთის იმპერიას. აღნიშნული ხელშეკრულებები ჩინურ ისტორიულ სახელმძღვანელოებში ეროვნულ დამცირებადაა შესული.

მას შემდეგ ეს ტერიტორიები დავის საგანი ხშირად გამხდარა, თუმცა უთანხმოება დიდწილად მოგვარდა 1991 წლის შეთანხმებით, რომლის შემდეგაც ჩინურმა მხარემ აქტიურად დაიწყო იმ დროისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ციმბირში.

რუსულ მხარეს მოსახლეობის მხრივ არსებული დისბალანსიც აფიქრებს. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მხოლოდ 8,3 მილიონი ადამიაინ ცხოვრობს, ამ ტერიტორიების მეზობელ 3 ჩინურ პროვინციაში კი ჯამში 90 მილიონი. “მანამ, სანამ ჩინეთი სწრაფად ვითარდება, შენელებულია რუსთის ეკონომიკური ზრდა და რუსეთს შორეულ ტერიტორიებზე ცოტა მოსახლეობა ჰყავს, ორ მხარეს შორის დაძაბულობა გაიზრდება და მთავრობებს გაუჭირდებათ ამ პროცესის გაკონტროლება” აცხადებს კაპლანი. ამას ემატება ისიც რომ ჩინელი ტურისტები ბაიკალის მონახულებისას ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ეს ტერიტორიები ჩინეთს ეკუთვნის და ისინი ცარისტულმა ხელისუფლებამ უკანონოდ მიითვისა.

ამის მიუხედავად, ფართო აუდიტორიის წინაშე ორივე მხარე ღიად ზეიმობს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც ეს სარტყელისა და გზის ფორუმზე მოხდება, რომელსაც მომავალ თვეში ვლადიმერ პუტინი დაესწრება. კაპლანის განცხადებით, რაც უნდა ჩანდეს ტელევიზორის ეკრანებზე, ბაიკალის წყლის მილსადენის პროტესტის მსგავსი ინციდენტები რუსეთში აქტიურად იქნება. მოსკოვისა და პეკინის მთავარი მოვალეობა კი ამ საპროტესტო ტალღების რაც შეიძლება მშვიდობიანად მოგვარებაა. ტავროვსკის განცხადებით, ორივე მხარეს, მათ შორის რიგით ტურისტებსაც უნდა ესმოდეთ, რომ არ დააზიანონ ორი ქვეყნის ურთერთობის იმიჯი.

LEAVE A REPLY