[:ka]რჩევები ჯესიკა ლამისგან ბიზნესში წარმატების მისაღწევად[:]

[:ka]

დღეს, 15 სექტემბერს საქართველომ პირველად უმასპინძლა გლობალურ ბიზნეს ფორუმს. ღონისძიება “საქმიან ქალთა გაერთიანების” მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ დელეგატები 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკაში აქტიურად ჩართვა გახლდათ. იქ დამსწრე საზოგადოებას, საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე წარმატებულ დელეგატთა ნაწილმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მათ ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალების როლი ბიზნესში. ფორუმის მეორე ნახევარი მასტერკლასების ჩატარებას დაეთმობა. დასასრულს, კი გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ კითხვა – პასუხის რეჟიმში, რათა მიიღონ მათთის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ფორუმმის ერთ – ერთმა სპიკერმა ჩინეთიდან, ჯესიკა ლამმა სინომედიასთან ინტერვიუში განაცხადა “ჩემთვის, როგორც ქალი ანტერპრენერისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვქონდეს მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის ისე კერძო სექტორის ბიზნეს ქალბატონებისგან. მე ვფიქრობ, ფორუმს კავშირების გაცვლისთვისა და განვითარებისთვის ძალიან კარგი ფორმატი აქვს. კონტაქტები არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს კომპანიის შემდგომ წარმატებას. საჭიროა გვქონდეს ხედვა, კომუნიკაცია და სწორი მხარდაჭერა. ბიზნესში იქნება მომენტები, როდესაც იგრძნობთ და იტყვით “მე ეს შემიძლია!” და იქნება დრო, როდესაც გაიფიქრებთ, “ო, არა, რას ვაკეთებ?!” და სწორედ ამ დროსაა საჭირო მხარდაჭერა. ფორუმი აკავშირებს ბიზნეს ქალბატონებს. მათ შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა ერთმანეთისგან და გაამხნევონ ერთმანეთი სიმაღლეებისკენ სწრაფვისთვის.”  ჯესიკა ლამმა ინტერვიუში საკუთარ ბიზნესზეც ისაუბრა და სტარტაპერებს რჩევა მისცა.

ჯესიკა ლამი გახლავთ Kaiterra – ს თანადამფუძნებელი. She loves Tech – ის გლობალური ელჩი, აღიარებული ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ “30 Under 30 Asia 2017” სიაში. ჯესიკა დაიბადა და გაიზარდა ვანკუვერში, კანადაში. 2014 წელს ის საცხოვრებლად პეკინში გადავიდა, სადაც კომპანია დააფუძნა. კომპანია მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგსა და კარტირებაზეა ორიენტირებული. ბოლო 2 წლის განმავლობაში Kaiterra – ამ 500% – ზე მაღალი წლიური ზრდა აჩვენა და მათი “ლაზერული კვერცხი” (Laser Egg) – ჰაერის დაბინძურების ჭკვიანი გამზომი – უკვე ჩინეთის მასშტაბით Apple – ის ყველა მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. ” ჩინეთი ფანტასტიკური ქვეყანაა, მისი მოსახლეობით, განსაკუთრებით, კი ახალგაზრდებით. ჩინეთში ახალგაზრდა ადამიანები ძალიან მოტივირებულნი არიან, რომ რაც შეიძლება მეტი რამ გააკეთონ. ეს ჩემი იქ ყოფნის მთავარი მიზეზია.”

“ჰაერის დაბინძურების ინდექსი ჩინეთში ძალზედ მაღალია. ჩვენი ბიზნესის მთავარი ამოცანა ჰაერის ხარისხის მონიტორინგია.  მოსახლეობით ორ ყველაზე დიდ ქვეყანას ჩინეთსა და ინდოეთს აქვთ ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ კარგი იქნებოდა სწორედ ამ ქვეყნებიდან დაგვეწყო მონიტორინგი. თუ ჩინეთში ბიზნესით ხარ დაინტერესებული უნდა ისწავლოთ ჩინური ენა. ეს მოგცემთ შესაძლებლობას ჩინეთში წარმატებული ბიზნესი აწარმოოთ. აქ ბევრი უცხოელი იწყებს ბიზნესს და ენის ბარიერის პრობლემა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ბიზნესი აწარმოონ ჩინეთში მოვუწოდებ, ისწავლეთ ჩინური და ვურჩევ, არ შეეწინააღმდეგოთ პრობლემებს, უბრალოდ გადაახტით.”

[:]


Posted

in

by

Tags:

Comments

კომენტარის დატოვება