ნოემბერი17 , 2025
კულტურასაქართველოში პირველი საერთაშორისო რედაქცია ჩინურ-ქართული გამომცემლობების ბაზაზე

[:ka]საქართველოში პირველი საერთაშორისო რედაქცია ჩინურ-ქართული გამომცემლობების ბაზაზე[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

27 ივნისს პირველი ქართულ-ჩინური „საერთაშორისო რედაქცია” გაიხსნა. „საერთაშორისო რედაქციის” გახსნა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობის გაღრმავებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-ჩინური კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობასა და განვითარებას.

გახსნით ცერემონიალს, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა, ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ისე ჩინეთის მხარის წარმომადგენლები, სინოლოგთა ასოციაციის წევრები, მთარგმნელები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, პრესის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასაწყისს გაიმართა ჩინური გამომცემლობა „კომერციული პრესის” ამსახველი ვიდეო კლიპი. ამის შემდეგ, კი სტუმრების წინაშე წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი, ჩენ იუძიუნი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, მარინე ჯიბლაძე და ჩინური მხრიდან საპატიო სტუმარი, გამომცემლობა “კომერციული პრესის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ვანგი.

“ეს არ არის მხოლოდ სასურველი საქმე, საკუთრივ ქართული კულტურისთვის, არამედ ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი ქვეყნის მომავლისათვის”– განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას, წარმატებები უსურვა პროექტის ორგანიზატორებს. გამოსვლის ბოლოს, იმ ჩინური ელექტრონული ლაბორატორიის შესახებ ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ თვეში გაიხსნება. ელექტრონულ ლაბორატორიას მთლიანად ჩინური კომპანია და საკუთრივ, ჩინეთის საელჩო დააფინანსებს. “ეს იქნება ყველაზე დიდი ციფრული ტექნოლოგიების საბიბლიოთეკო კომპანია, რომლისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ.”- განაცხადა მან.

 [:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები