[:ka]

ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს ძიანგსუს პროვინცია, რომელსაც შემოკლებით „სუ“-ს უწოდებენ. ყვითელი ზღვა, პროვინციას აღმოსავლეთიდან ეკვრის, ძიანგსუ ესაზღვრება ანხუის პროვინციასა და  შანტუნგის პროვინციას დასავლეთით და ჩრდილოეთით. რაც შეეხება შანხაისა და ჭეძიანგის პროვინციას, ისინი ძიანგსუს სამხრეთ-აღმოსავლეთელი მეზობლები არიან.

ძიანგსუს პროვინცია გადაჭიმულია 102.6 კვ.მ-ზე. აქედან ხმელეთს უჭირავს 70.6 კვადრატული კილომეტრი, ხოლო წყალს 17.3 კვადრატული კილომეტრი. სანაპირო ზოლის სიგრძე კი 954 კილომეტრია. კლიმატის ტიპი ძიანსუში მუსონურია, რაც ძლიერი ქარით გამოიხატება. ჩვეულებრივ, ამინდი აქ რბილია, თავისი ზომიერი ნალექებითა და ოთხი ერთმანეთისგან გამორჩეული წელიწადის დროით. საშუალო წლიური ტემპერატურა კი 13-დან 16 გრადუსამდე მერყეობს.

ძიანგსუ მდიდარია თავისი წყლის რესურსებით, რამაც შეიძლება ითქვას პოპულარობაც კი მოუტანა პროვინციას.  აღმოსავლეთიდან-დასავლეთით  პროვინციას კვეთს იამგთის მდინარე, ხოლო ჩრდილოეთიდან-სამხრეთით მიედინება ” დიდი არხი “.  ამას ემატება მდინარეები, ტბები, წყაროები, ზღვები. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ასეთი შესანიშნავი რესურსებითა და სილამაზით გახდა ძიანგსუ პოპულარული. ძიანსუს ისტორია და კულტურაც კი წყალს უკავშირდება. პროვინცია ასევე ცნობილია ზღვის პროდუქტების ნაირსახეობით. ბუნებრივი სიმდიდრე, ზღვის უგემრიელესი პროდუქტები, წყალზე გაშენებული უძველესი ქალაქები და იქ მცხოვრები სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანები სამოთხის მსგავს გარემოს ქმნიან სტუმართათვის.  ნანკინი, სუჭოუ, იანგჭოუ, ჭენძიანგი, ჩანგშუ, სიუჭოუ, ხუანიანი   ძიანსუში მდებარე  ცნობილი ისტორიული და კულტურული ქალაქებია.   ნანკინი და სუჭოუ  ძიანგსუს ტურისტულ ქალაქებად არის წოდებული. ნანკინი 6 დინასტიის დედაქალაქია, ხოლო სუჭოუ – სამოთხეა დედამიწაზე.

ძიანგსუში 3 ძირითადი ტურისტული ცენტრია, რომელთაც იქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მდინარე იანგთის ტერიტორია, ტბა –თაი და სიუხუაი(სიუჭოუ და ხუაი’ანი).  თუ გსურთ უკეთ გაეცნოთ ძიანგსუს კულტურასა და წარსულს მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ” ქუნის ოპერას “ და მოინახულოთ სუჭოუს შესანიშნავი ბაღები.

ზღვის პროდუქტთა სიუხვის გამო, ძიანგსუს პროვინცია კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს სტუმრებს.  კრაბის ხორცის პილმენები, გოგრა და ბრინჯის ფაფა, წებოვანი ბრინჯის ბურთულები გაჯერებული ვარდის ან სხვა ყვავილის ფურცლებით, ნანკინური მარილიანი იხვი, ცუანგციაოს ბისკვიტები, სუჭოუს ნამცხვრები და კონფუციანური ტაძრის საკვები. ეს იმ მენიუს ჩამონათვალია, რომელსაც ძიანგსუს პროვინციაში სტუმრობისას შემოგთავაზებენ.

ძიანგსუს უძველესი კულტურის შესაცნობად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, უნდა ვეწვიოთ “ქუნის ოპერას , რომელიც აღმოცენდა ძიანგსუში, კერძოდ ქუნშანის რეგიონში. ის ჩინეთის ერთ-ერთი კლასიკური ოპერაა, რომელიც არსებობის 500 წელს ითვლის. ძიანგსუში ამ ოპერის გარდა, შეგიძლიათ ეწვიოთ  სის, ხუაისა და იანგის ოპერებს. ქალაქი  აგრეთვე ცნობილია საკუთარი ფოლკლორული მუსიკითა და ცეკვების ნაირსახეობით.

ნანკინი, სუჭოუ, იანგჭოუ  და  უსი ძიანგსუს პროვინციის მთავარი ტურისტული ქალაქებია. სუჭოუს  ზოგჯერ აღმოსავლეთ ვენეცია-საც უწოდებენ. მისი ისტორია დაარსებიდან 2,500 წელს ითვლის. კლასიკური ბაღები მნახველებში ყოველთვის იწვევს აღტაცებას. გარდა ბაღებისა, ძიანგსუში, უამრავი ისეთი ადგილია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მნახველს იზიდავს. ასეთია იანგჭოუსა და ნანკინის ტბები, ცინგლიენის, პეიკუს, ძინისა და ძიაოს მთები, რომლებიც მდებარეობენ, ქალაქ  ჭენძიანგში.

რათა დატკბეთ შესანიშნავი ხედებით, მოინახულოთ „აღმოსავლეთ ვენეცია“ და დააგემოვნოთ ზღვის უგემრიელესი პროდუქტები მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ძიანგსუს პროვინციას.

[:]