მარტი24 , 2023
ბიზნესისაზიარო ეკონომიკა უახლოეს მომავალში 40%-ით გაიზრდება

[:ka]საზიარო ეკონომიკა უახლოეს მომავალში 40%-ით გაიზრდება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სმარტფონზე დაფუძნებული აპების საშუალებით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს მოიხმარონ სხვადასხვა საჭირო ნივთის ფართო სპექტრი, ჩინეთი ახორციელებს ბიზნესისა და მოხერხებულობის ახალ ეტაპს.

ისეთი წარმატებული საზიარო ბიზნესები, რომელთა სიაშიც შედის ველოსიპედთა გაზიარების გიგანტური კომპანია Ofo Inc, საზიარო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საზიარო ეკონომიკა ეხმარება ჩინეთს გარდაიქმნას გლობალურ ინოვაციურ ლიდერად და გააფართოვოს ბიზნესი უცხოელ კოლეგებთან.

ჯადოსნური გაზიარების რეჟიმი გამოიყენება მუდმივად მზარდი ნივთების სიის გასაყიდად. ველოსიპედები, სახლები, ავტომობილები, ყოველდღიური ტანსაცმელი, კალათბურთის ბურთები, ქოლგები და სხვა. ძალიან მარტივი QR კოდის გამოყენებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურად განთავსებულ ჯიხურებში შეიძინოს მისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთი სმარტფონზე ერთი თითის დაჭერით, ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში.

სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულმა ეკონომიკურმა ტრანსაქციებმა 3.45 ტრილიონი იუენი (522.8 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ასეთი მზარდი პოტენციალის შემდეგ, ჩინეთის მთავრობა, უახლოეს მომავალში საზიარო ეკონომიკის 40%-ით გაზრდას ვარაუდობს. 2020 წლისთვის საზიარო ეკონომიკის შემადგენელ პროდუქტთა რაოდენობამ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10% უნდა შეადგინოს.

მინი-სპორტული დარბაზი მკვეთრი საზიარო ეკონომიკის მზარდი სიის ახალი ტენდენციაა. სულ რაღაც 6 იუენად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იქირაოს მინი სპროტული დარბაზი მის საცხოვრებელ უბანში. დაახლოებით, ხუთი კვადრატული მეტრის სივრცის დარბაზი აღჭურვილია ძირითადი სავარჯიშო მოწყობილობებით,  სარბენი ბილიკით, კონდიციონერით, ჰაერის გამწმენდი  საშუალებით და უზარმაზარი ეკრანით, რომელიც მოგცემთ საშუალებას მოუსმინოთ მუსიკას მაღალ ხმაზე ან  უყუროთ თვენთვის საინტერესო ვიდეო რგოლებს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები