2023 წელი კურდღლის წელიწადია. კურდღელი მეოთხეა ჩინური ზოდიაქოს ცხოველ ნიშანთა შორის. ლეგენდის თანახმად, კურდღელი ამაყობდა თავისი სისწრაფით. ის ხარის მეზობლად ბინადრობდა და ყოველთვის დასცინოდა მას მისი სინელის გამო. ერთ დღესაც, იმპერატორმა უ ხუანგმა გამოაცხადა, რომ ზოდიაქოს თანმიმდევრობა გადაწყდებოდა იმის მიხედვით, რა თანმიმდევრობითაც მივიდოდნენ ცხოველები მის ნადიმზე. კურდღელი გამთენიისას დაიძრა. მაგრამ როდესაც ის იქ მივიდა, მის გარდა სხვა არცერთი ცხოველი არ ჩანდა. იფიქრა, რომ აშკარად პირველი იქნებოდა, გვერდზე გავიდა და დაიძინა. თუმცა, როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მის გარდა კიდევ სამი ცხოველი უკვე მისული იყო. ერთ-ერთი მათგანი ხარი იყო, რომელსაც ყოველთვის ზემოდან უყურებდა და აბუჩად იგდებდა.

  • ინის და იანგის თვალსაზრისით, კურდღელი ინია.
  • კურდღლები ნებისმიერი საქმის კეთებისას გულწრფელობას იჩენენ და ითხოვენ, რომ სხვებიც ისე მოექცნენ მათ.
  • ჩინურ კულტურაში კურდღლები წარმოადგენენ მთვარეს. ზოგის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარის ჩრდილები კურდღელს ჰგავს. ზოგის თქმით, ეს კურდღლის სუფთა, სპეტაკი მახასიათებლების გამოა.

პიროვნულობა და მახასიათებლები

კურდღელი კეთილგანწყობის გამო შეიძლება რბილად და სუსტად ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში, კურდღლის მშვიდი პიროვნების მიღმა მისი თავდაჯერებულობა და სიძლიერე იმალება. კურდღლები, ნებისმიერ გარემოებაში, სტაბილურად მიიწევენ თავიანთი მიზნისკენ.

კარგი მსჯელობის უნარითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილებით ისინი დიდ სწავლულებს ემსგავსებიან. მიმზიდველი აურის გამო მარტივად სოციალიზდებიან. თუმცა, ამავდროულად, უჭირთ უცხოებთან ბოლომდე გახსნა.

ჩვეულებრივი და რუტინული ცხოვრება მათი სტილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კონსერვატიულები და ფრთხილები არიან თავიანთ ქმედებებში, მათ ხშირად სჭირდებათ მოულოდნელი სიურპრიზები, რათა ცხოვრება გაახალისონ.

ელემენტები და ბედი

კურდღლის წლები: 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011 და 2023

ელემენტიწელიბედი
წყალი1963, 2023ახალგაზრდობაში ფინანსური სირთულეები ჰქონდათ/ექნებათ. რჩევა: უმჯობესია ხანდაზმულ ასაკში ფული სიცოცხლის ხანგრძლივობის შესანარჩუნებლად დახარჯონ.
ხე1975, 2035ცბიერები არ არიან, მაგრამ თავიანთი ცხოვრებისეული ხრიკები აქვთ, ამიტომ კარიერულ წარმატებას მარტივად აღწევენ.
ცეცხლი1927, 1987არასოდეს ჩერდებიან, არ ისვენებენ და ყოველთვის რაღაცით არიან დაკავებულები. ჭკვიანები არიან, მაგრამ ხშირად საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ.
მიწა1939, 1999ბუნებრივები და მშვიდები არიან, იშვიათად თუ ავნებენ ვინმეს. იღბლიანი და ხანგრძლივი ცხოვრება ელით.
მეტალი1951, 2011თავდაჯერებულები და ენერგიით სავსენი არიან. თითქმის არასდროს ნებდებიან. აკონტროლებენ ემოციებს, უჭირთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა. წარმატების მისაღწევად ცოტა დახმარება ესაჭიროებათ.


მამაკაცი
– კურდღლის წელს დაბადებული მამაკაცები ძალიან თავაზიანები არიან და ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. თითქმის არასდროს კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე, ზოგჯერ კონსერვატიულებიც არიან. ერთი შეხედვით შეიძლება ე.წ. yes-men-ად ჩანდნენ, მაგრამ მათთვისაც არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არასდროს კვეთენ. კურდღლის წელში დაბადებულ მამაკაცებს მოსწონთ ორგანიზება და ხშირად ეხმარებიან ცოლებს საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი მეგობრები არიან, არ მოსწონთ ვინმესთან ზედმეტად დაახლოება.

ქალი – კურდღლის წელს დაბადებული ქალები სოციალურობით გამოირჩევიან. ძალიან გულისხმიერები არიან და ყველას თავაზიანად ეპყრობიან. სძულთ ძალადობა და კამათი. სიყვარულში ძალიან ექსტრემალურები არიან. ზუსტად იციან ვინ უყვართ და ვინ არა. თუ მათ ვინმე უყვართ, ყველაფერს დებენ ურთიერთობაში.  კურდღლის წელში დაბადებული ქალები სხვა ზოდიაქოებთან შედარებით უფრო დაუცველები არიან და ხშირად დამშვიდება ესაჭიროებათ.

თავსებადობა

  • კურდღელთან ყველაზე მეტად თავსებადი ნიშნებია: ძაღლი, ღორი, თხა
  • კურდღელთან ყველაზე ნაკლებად თავსებადი ნიშნებია: მამალი, დრაკონი, ვირთხა

იღბლიანი ნიშნები კურდღლებისთვის:

  1. ფერები: წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი
  2. რიცხვები: 3, 4, 9
  3. კეთილგანწყობის მიმართულებები: სამხრეთ-აღმოსავლეთი
  4. სიმდიდრის მიმართულებები: ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი
  5. სიყვარულის მიმართულებები: აღმოსავლეთი

უიღბლო ნიშნები კურდღლებისთვის:

  1. ფერები: ყავისფერი, ნაცრისფერი, თეთრი
  2. რიცხვები: 5, 11

კურდღლებისთვის შესაფერისი კარიერა

თანაგრძნობისა და მგრძნობიარე ბუნების გამო, კურდღლის წელში დაბადებული ადამიანები ხშირად უფრო მიმზიდველად თვლიან შემოქმედებით სამუშაოებს. ბევრი წარმატებულია ხელოვნებაში, მუსიკაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. ისინი ასევე შესაფერისები არიან სამუშაოებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დაკვირვებასა და დეტალებისადმი ყურადღებას. მაგალითად: თარგმნასა და ბიზნეს კონსულტაციას.

როგორც სოციალურ პეპლებს, კურდღლებს ფართო სოციალური ქსელი აქვთ. მათი მეგობრების სიაში შედის ყველა, სახელმწიფო მოხელეებიდან დაწყებული რიგითი ადამიანებით დამთავრებული. ასე რომ, თუ კარიერა მოითხოვს სოციალურ კავშირებს, როგორიცაა PR სამუშაოები, კურდღელი უთუოდ კარგი კანდიდატია. გარდა ამისა, კურდღლებს შეუძლიათ სცადონ კარიერა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, მათ ამ დროს გვერდით სანდო მეგობარი უნდა ჰყავდეთ, რომელიც ბრძნულ რჩევებს მისცემს.

ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი

რასაკვირველია, ჯანმრთელობა მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ფიზიკურად, კურდღლებს სანერვიულო არაფერი აქვთ. მცირე ჯანმრთელობის პრობლემებისთვის სიმპტომები აშკარაა, რაც აიძულებს კურდღლების უმეტესობას სერიოზულად მოეკიდოს საქმეს და ექიმს დროულად მიმართოს. თუმცა, მათ ბევრი ცუდი ჩვევა აქვთ. მაგალითად, კვების მხრივ, მათ არ აქვთ დაბალანსებული კვების რაციონი, რამაც შეიძლება გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე დიდი პრობლემა მათი დაუცველობის შეგრძნებაა. კურდღლები ხშირად განიცდიან შფოთვასა და დეპრესიას.

წყარო