[:ka]
კვირას, 6 აგვისტოს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევები და თანამშრომლობის გაღრმავება დადებითად შეაფასეს. შეხვედრამდე, ჩინეთ-ასეანის (ASEAN) ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმს თერთმეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა ხელი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ შეხვედრაზე ასოციაციას დაარსების 50 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ ჩინეთი ბედნიერია ASEAN-ის განვითარებითა და მიღწევებით. როგორც მნიშვნელოვანი რეგიონალური ორგანიზაცია, ასოციაცია გახდა რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაში მთავარი ძალა. მისივე განცხადებით, ჩინეთი დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას პრიორიტეტად იყენებდა და ყოველთვის უჭერდა მას მხარს საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით. სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ჩინეთ-ასეანის (ASEAN) ქვეყნებს დაახლოებისაკენ მოუწოდა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წარმომადგენლებს, ჩინურ-ასეანის (ASEAN) კავშირის მომავალი თანამშრომლობის შვიდპუნქტიანი გეგმა გააცნო.
გეგმის პირველი ნაწილი ეხებოდა ჩინეთ-ასეანის (ASEAN) სტრატეგიულ პარტნიორობას 2030 წლისთვის, როგორც მომავალი ურთიერთობების გზამკვლევს.
მეორე, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებისა და განზომილებების გაფართოება და “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ერთობლივი მშენებლობა.
მესამე, 2018 წელი აღინიშნოს, როგორც ჩინეთ-აზიის კავშირის ინოვაციური წელი, თანაბარი ძალებით მოხდეს ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) განვითარების ხელშეწყობა და მოხდეს არსებული კავშირების განახლება.
მეოთხე, დაჩქარდეს ჩინეთ-აზიის თავისუფალი სავაჭრო ზონის შედეგების განხორციელება და მოხდეს გლობალური თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ერთობლივი დაცვა.
მეხუთე, ორივე მხარის ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობა და ერთობლივი წარმოების შესაძლებლობების სრული განხორციელება.
მეექვსე, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაცვლისა და თანამშრომლობისათვის ახალი გეგმების დასახვა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის და ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით.
მეშვიდე, რეგიონალური ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარება და რეგიონალური ინტეგრაციის პროცესის ერთობლივი მართვა.
2018 წელს, ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) სტრატეგიული პარტნიორობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
[:]