მარტი24 , 2023
Projects"სარტყელი და გზა"“საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

[:ka]“საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია საქმიან შეხვედრებს ქალაქ შენჭენსა და გუანჭოუში მართავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფონდის დელეგაცია ქალაქ შენჭენში ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეს თიენლუ სუნის შეხვდა. ასოციაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანტუნის პროვინციის მსხვილ ბიზნეს კომპანიებს აერთიანებს და მსოფლიო მაშტაბის საერთაშორისო დონის ფორუმებსა და კომფერენციებს მასპინძლობს. ასევე, კონსულტაციას უწევს ჩინურ ბიზნეს კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით.

ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ ინტერესი გამოთქვა საქართველოში სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ, ტექნოლოგიების მიმართულებით, კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინოს. ასევე, შუამდგომლობა გაუწიოს ჩინურ ბაზარზე მოქმედ მსხვილ ბიზნეს კომპანიებს საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა შენჭენის ყველაზე მსხვილ ჩინურ კომპანია Shenzhen appotronics Technology-სთან. კომპანია საკუთარი პროდუქციის  ექსპორტს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ფოდის დელეგაციამ ჩინურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სავაჭრო ურთიეროთობებზე მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან.  შეხვედრის შემდეგ ჩინურ კომპანიას საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით ინტერესი გაუჩნდა.

საქმიანი ვიზტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის ოფისში. გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჰომერ იუმ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის შუამავლობით, შეხვედრა შედგა გუანჭოუს ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტთან ვან სუტუნთან. ჩინურმა მხარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ ინტერესი გამოთქვა. ასევე, აქცენტი გააკეთა  საქართველოს უმნიშვნელოვან როლზე “სარტყელი და გზის“ პროექტში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

„საპარტნიორო ფოდის“ ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაციაში, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა შედიოდნენ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია, ფონდის შვილობილი „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კვერნაძე და, ასევე, ფონდის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები