[:ka]საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აბრეშუმის გზის ფონდის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი[:]

0
4859

[:ka]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და ბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროც ცნობით, შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, გიორგი გახარიამ ხაზგასმით ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ახლახან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რასაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოუტანს ჩინეთსა და საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს გაზარდოს არსებული პოტენციალი, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტვირთების უმოკლეს დროში ტრანსპორტირებისას შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის ფონდის მნიშვნელობაზე „სარტყელი და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურული და ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც, ინიციატივის აქტიურად მონაწილე ქვეყანა, დაინტერესებულია ფონდთან თანამშრომლობით, რათა მისი საშუალებით მოხდეს საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებული პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სატრანზიტო პოტენციალისა და „სარტყელისა და გზის“ პროექტში საქართველოს როლის გაზრდა.

შეხვედრის დასასრულს, კი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

[:]