საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 მაისს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს ესტუმრება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი, რომელიც შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ასევე, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა “სარტყელისა და გზის” გლობალურ ინიციატივას, რომელშიც ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს. ბატონი ზალკალიანისა და ბატონი ვანგის ოფიციალური შეხვედრის კიდევ ერთი თემა იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.