მარტი23 , 2023
Projectsსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჩინეთს ესტუმრა

[:ka]საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ჩინეთს ესტუმრა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჯემალ ფუტკარაძე, პროფესორი და  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, საქმიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, მან ქალაქ კუანგჭოუში აბრეშუმის გზის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში  დაგეგმილ  რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმ-გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ფორუმი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სურსათისა და მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს, კუანტუნგის პროვინციის გუბერნატორის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ქალაქ კუანგჭოუს მერიისა და კუანგჭოუს სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციათა თანაორგანიზატორობით გაიმართა.  ფორუმი და მის ფარგლებში გამართული გამოფენა, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო აბრეშუმის გზის პერსპექტივების პოპულარიზაციას მიეძღვნა. მისი ძირითადი მიზანი ჩინეთის, როგორც აბრეშუმის გზის აღორძინების ინიციატორი ქვეყნის, პროექტში მონაწილე  და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების წარმოჩენა გახლდათ. ფორუმში მონაწილეობას იღებდა 50-ზე მეტი ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები (ვიცე-პრემიერები, ელჩები, მინისტრები, გუბერნატორები), ექსპერტები, ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები.

ფორუმზე სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა ბატონი ჯემალ ფუტკარაძეც. „ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი სუბიექტი იყო. საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ აბრეშუმის გზის აღორძინების სურვილის გაცხადებისთანავე ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩაატარა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაცხადდა რომ, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი შესაფერისი ადგილია არამარტო აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისათვის, არამედ საქართველო და მისი უმაღლესი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესისა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობა-დანერგვისათვის, ხელს უწყობს ახალი საწარმოების გახსნას და ასევე უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო პირობების შექმნას“, – განაცხადა მან.

სიტყვით გამოსვლისას, მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აღნიშნა ქართული ტრადიციული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მაღალი საიმედოობა, ეკოლოგიურ სისუფთავე, ქართული ღვინისა და წყლების საერთაშორისო აღიარება.

ბოლო დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩინეთში  ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით.  საქმიანი ვიზიტის ფარგლებში მან ასევე მოინახულა კუანგჭოუში მდებარე ქართული ღვინის სახლი და გამართა შეხვედრები ღვინის სხვა იმპორტიორ კომპანიებთან. გარდა ამისა, მინისტრის მრჩეველი შეხვდა სამხრეთ აფრიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ელიზაბეტ ტაბეტს, ფიჯის რესპუბლიკის მრეწველობის, ვაჭრობის და სასარგებლო რესურსების მინისტრს  ბატონ ფაიაზ სიდიქ კოიას, კუანგჭოუს ვიცე-გუბერნატორს ჩენ ჟი’იანგს, ქალაქ ტუნგიუენის მერს ლიანგ ვეიტუნგსა  და სხვა ოფიციალურ პირებს.

ვიზიტის ფარგლებში, 22  სექტემბერს „სარტყელი და გზა“ ფარგლებში  ქალაქ კუანგჭოუში მოინახულა ამავე ქალაქის გუბერნატორი. საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოში ჩინური მხარის ინვესტიციების მოზიდვაში არსებულ გამოწვევებს, სოფლის მეურნეობის კუთხით განსახორციელებელ წინადადებებსა  და პროექტებს. „დარწმუნებული ვარ, ვიზიტი, რომელიც ჩინური მხარის მიერ იყო დაფინანსებული ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა. მიმაჩნია, რომ მომავალშიც სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მხრიდან მონაწილეობის მიღება ასეთი სახის ღონისძიებებში   მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება”, – განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები