სექტემბერი25 , 2023
პოლიტიკასი ძინფინგისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გერმანიაში

[:ka]სი ძინფინგისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გერმანიაში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka] 

2017 წლის 8 ივლისს ჰამბურგში გამართულ G-20 სამიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდა. შაბათს გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის მეთაურებმა ორმხრივ კავშირებსა და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრისას სი ძინფინგმა ტრამპს განუცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ძლიერი კავშირი ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ისეთ რთულ სამყაროში, სადაც უამრავი კონფლიქტი ჩნდება, საერთაშორისო თანამეგობრობა მშვიდობის გარანტია. სიმ ამერიკელ კოლეგას ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაციისაკენაც მოუწოდა. საუბრისას ჩინეთის პრეზიდენტმა მარ-ა-ლარგოში გამართული ნაყოფიერი შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ  ორმა ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პროგრესს მიაღწია. ჩინეთის პრეზიდენტი მის ახლადარჩეულ კოლეგას პირველად ფლორიდაში 2017 წლის აპრილში შეხვდა.

სინო-ამერიკული სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებისათვის ორმა ქვეყანამ ორმხრივი პატივისცემისა და ერთად გამარჯვების გზით უნდა იაროს, გააფართოვოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე, განაგრძონ კოორდინაცია საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. ჩინეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინტერესების პატივისცემა და ძირითადი საკითხების გათვალისწინება.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი, სი ძინფინგთან ერთად, მიესალმა ორქვეყანას შორის „მშვენიერ ურთიერთობას“ და ერთიანი „წარმატების“ იმედი გამოთქვა. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები კარგად ვითარდება, ჩინეთი   აშშ-ს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ჩინეთთან დიალოგისთვის, ასევე ყველა შესაბამის სფეროში თანამშრომლობისათვის. ისინი მზად არიან გააუმჯობესონ კომუნიკაცია და კოორდინაცია ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

Xi, Trump meet on ties, hot-spot issues on G20 sidelines

პრეზიდენტი სი ძინფინგი ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრაზე ლიდერებმა ორმხრივი კავშირები და გლობალური ცხელი წერტილების საკითხები განიხილეს. შეხვედრა 2017 წლის 8 ივლისს, ჰამბურგში G-20 სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ჰამბურგში 8 ივლისს სახელმწიფო დონის შეხვედრაზე, ლიდერები შეთანხმდნენ მაღალი დონის გაცვლების შენარჩუნებაზე და სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებულების ხელის შეწყობაზე.

მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ჩინეთი და შეერთებული შტატები  19 ივლისს ყოვლისმომცველი ეკონომიკური  დიალოგის პირველ რაუნდს გამართავენ. მათ შორის ვადაზე ადრე დაიწყება სამართალდამცავი, კიბერ, სოციალური და კულტურული დიალოგის პირველი რაუნდი.

ორი ქვეყანა მიზნად ისახავს, ურთიერთგაგების გაუმჯობესებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ოთხი მაღალი დონის მექანიზმით. აპრილში მარ-ა-ლარგოს  შეხვედრის შემდეგ ინიცირებულმა 100-დღიანმა სამოქმედო გეგმამ პროგრესს მიაღწია. სის განცხადებით, მხარეები განიხილავენ ერთწლიანი თანამშრომლობის გეგმას.

შეხვედრისას ქვეყნის მეთაურებმა კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბირთვულ საკითხზეც ისაუბრეს. ორი ლიდერი შეთანხმდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციის გაგრძელებაზე.

სის განცხადებით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ნახევარკუნძულზე სათანადო ბირთვულობას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ნახევარკუნძულის სტაბილურობას. ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კორეის სახალხო დემოკრატიულ  რესპუბლიკასთან დაკავშირებით. ჩინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დიალოგისა და სიტუაციის კონტროლის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა. პრეზიდენტმა  კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია  სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკის მიერ თავდაცვის სისტემების განლაგებაზე, რასაც ჩინეთი ეწინააღმდეგება.

შეხვედრისას ასევე დაიგეგმა, რომ 2017 წლის დასრულებამდე დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით  ეწვევა ჩინეთის სახალხოს რესპუბლიკას.

 [:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები