დეკემბერი7 , 2023
პოლიტიკასი ძინფინგისა და მერკელის ნაყოფიერი შეხვედრა ბერლინში

[:ka]სი ძინფინგისა და მერკელის ნაყოფიერი შეხვედრა ბერლინში [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]2017 წლის 4 ივლისს პრეზიდენტი სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით მეორედ ეწვია გერმანიას. ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში პირველად 2014 წლის მარტში იმყოფებოდა. წელს გერმანია სის ევროპული ტურის მეორე გაჩერებაა. ბერლინში ჩამოსვლამდე ის სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა.

ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ჩინეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს ისეთ სფეროებში სათანამშრომლოდ, როგორებიცაა ინვესტიციები, ვაჭრობა, აეროსივრცე და პანდების დაცვა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ ანგოლაში ჰიდროენერგეტიკულ პროექის ფარგლებში ერთობლივ მუშაობაზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში არსებულ პროექტებში. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს სინო-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს და ხელს შეუწყობს ორქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

მერკელთან გამართულ შხვედრაზე სიმ აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ორი დიდი ძალაა და ევრაზიის სტაბილურობისთვის მათის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ჩინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან საუბარი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მათ მიაღწიეს ახალ შეთანხმებებს ბევრი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური ნდობის გაზრდის, პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გლობალურ საკითხებზე თანამშრომლობის განმტკიცების. მოხდა მოსაზრებათა გაცვლა რეგიონალური და გლობალური საკითხებზე, მათ შორის სირიასა და კორეაში მიმდინარე მოვლენებზეც.

მან ასევე დასძინა, რომ ორმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა განახორციელოს „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის პროექტები და შეისწავლონ მესამე მხარის ბაზარი. ამისთვის კი ევრაზიის ურთიერთდაკავშირება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი. ძირითადმა ევროპულმა თვითმფრინავის მწარმოებელმა კომპანიამ „Airbus“ ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინეთის საავიაციო სადაზვერვო ჰოლდინგ კომპანიასთან. შეთანხმების თანახმად, ჩინელი კოლეგებისგან კომპანიას მიეწოდება 100 A320 და 40 A350 თვითმფრინავები. შეთანხმებამ დაახლოებით $ 22.8 მილიარდი შეადგინა.

გერმანია-ჩინეთს შორის ეკონომიკურმა და სავაჭრო ურთიერთობებმა  მაღალ დონეს მიაღწია არა მხოლოდ საქონლის, არამედ ტექნოლოგიათა გაცვლის მიმართულებითაც. ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ 2016 წელს  $ 151.3 მილიარდი შეადგინა. გასულ წელს  ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გერმანელმა ეკონომისტმა ულრიხ ბლუმმა  აღნიშნა, რომ ჩინეთი და გერმანია იდეალური პარტნიორები არიან და ისინი ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში ავსებენ.

“გერმანიას აქვს სტაბილური სამრეწველო სტრუქტურა და მაღალი დონის ტექნოლოგია. რაც მას აკლია გახლავთ საკმარისი სიდიდის ბაზრები, რომელთა საშუალებითაც შეძლებს გააფართოვოს თავისი კომპეტენცია და გაზარდოს წარმოება. ეს კი ხელმისაწვდომია ჩინეთში, “-  განაცხადა ბლუმმა.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"-...

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც...

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები