მარტი21 , 2023
პოლიტიკასი ძინფინგის შეხვედრა ამერიკის საზღვაო ძალების გენერალთან

[:ka]სი ძინფინგის შეხვედრა ამერიკის საზღვაო ძალების გენერალთან[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ხუთშაბათს, 17 აგვისტოს პეკინის ხალხის დიდ დარბაზში, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გენერალს, ჟოზეფ დუნფორდს შეხვდა.  დუნფორდი არის პირველი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ჩინეთს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეწვია.

შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა და დასძინა, რომ “ცისარტყელა ცაზე ქარისა და წვიმის შემდეგ ჩნდება”. ჩინეთმა და ამერიკამ უნდა გააძლიეროს კონტაქტები და სათანადოდ მოაგვაროს უთანხმოებები. უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ორმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის და ხელი შეუწყოს გლობალურ განვითარებასა და კეთილდღეობას.

გენერლის ჩინეთში სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები გახდა. ოფიცერის თქმით, ვაშინგტონი მზად არის ჩინეთთან სათანადო და გულახდილი მოლაპარაკებები აწარმოოს სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, გააფართოვოს და გააძლიეროს კავშირები, მართოს და აღმოფხვრას რისკები.

სამხედრო ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე-თავმჯდომარე, ფვან ჩანგლუნგიც. მან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ შეთანხმება და მხარეებს შორის დიალოგი არის ერთადერთი გზა რითაც მოგვარდება აღნიშნული საკითხი. საკითხით დაინტერესებულმა ყველა მხარემ სიტუაციის აღმოფხვრასა და რისკების თავიდან აცილებაზე უნდა იზრუნოს, განაცხადა მან.

შეხვედრის ბოლოს, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გენერალს განუცხადა, რომ ის მიესალმება დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაიმართება.

ჩინეთში ვიზიტისას, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გენერალი სახელმწიფო მრჩეველს  იანგ ძიეჩ’-საც შეხვდა და მათ ძირითადი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები