[:ka]
ზოგიერთი დასავლური სოციალური მედია ჩინეთში ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ეს ჩინელებს ხელს საერთოდ არ უშლის იმაში, რომ იყვნენ ყველაზე აქტიური ინტერნეტ-მომხმარებლები. ჩინეთში დაახლოებით 634 მილიონი ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს, რომელიც ორჯერ მეტია აშშ-ს მთლიანი მოსახლეობისა. ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე ინტერნეტ-მომხმარებელი, ჩინელია.
სოციალური მედია, ჩინეთში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია მსოფლიოში, რადგან მხოლოდ მათ აქვთ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საკუთარი, ლოკალური ჩინური სოციალური მედია. ჩინეთმა ფაქტობრივად მეორე დიდი კედელი ააშენა დასავლურ ინტერნეტ-სივრცესა და საკუთარს შორის.
ჩინეთში არსებული სოციალური ქსელებიდან, ყველაზე აქტუალურია “Sina Weibo” და “WeChat”.
“WeChat (微信 —“ვეი სინ” “მოკლე წერილი “) პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მიმოწერების, ვიდეო შეტყობინებების, დღიური ამებების და ა.შ ინტერნეტ სივრცით გავრცელებას, ამას გარდა მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ აპლიკაციის მეშვეობით გადიხადონ სხვადასხვა მომსახურების საფასურები, როგორებიცაა რესტორნები, მაგიდის დაჯავშნა, მაღაზიები, კინოთეატრის ბილეთის შეძენა, ტაქსის გამოძახება, პროდუქტების შეკვეთა და ა.შ
Facebook და WeChat ფაქტობრივად ერთმანეთს ვერ უწვენ კონკურენციას, რადგან იმ შემთხვევაში თუ თქვენ გნებავთ დაუკავშირდეთ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ან უბრალოდ მისი იმდროინდელი ადგლისამყოფელი ჩინეთია, მაშინ აუცილებლად მოგიწევთ ისეთი სერვისებით, სარგებლობა, სადაც ჩინეთის მოსახლეობის 50%-ია ჩართული, მათგან კი არცერთი სარგებლობს Facebook-ის სერვისებით. ვებ-გვერდი www.versus.com -ის გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებელთა 70 %-ს Facebook Messenger-ის სერვისით სარგებლობა ურჩევნია, ხოლო 86%-ს WeChat-ის.
კიდევ ერთი პოპულარული აპლიკაცია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს ჩინეთში არის “Sina Weibo”(新浪微博 – მიკრო ბლოგი) -იგივე ჩინური “Twitter”-ი, მეტი ფუნქციებით, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, ამ ქსელს 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხმარებლებმა 390 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს ამ ქსელის მეშვეობით.”Weibo”-ზე რეგისტრაციისთვის, ჩინურ ენაზე დაწერილი მითითებების შევსება და ჩინური მობილური ნომრის შეყვანა მოგიწევთ, რაც უცხოელებისთვის რთული პროცედურაა.
“Weibo”-სა და “WeChat”- ის გარდა ჩინეთში არაერთი პოპულარული სოციალური ქსელი არსებობს, თოთოეული მათგანი გათვლილია თავის სეგმენტზე.
მაგალითად:
“RenRen”-ქსელი, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, ხშირად ამბობდნენ, რომ ეს ჩინეთის პასუხი იყო Facebook-ზე, ამ სოციალურ ქსელს 130 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მათი 74% კი 30 წელს ქვემოთ არის, აპლილაციის მომხმარებლები ძირითადად სტუდენტები არიან.
“Qzone”-530 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ძირითადად თინეიჯერები იყენებენ, უფრო ხშირად ვირტუალური მეგობრების შესაძენად, რადგან მათ შეუძლიათ მხოდლოდ “ზედმეტსახელით”დარეგისტრირდნენ.
“Kaixin001”-კიდევ ერთი Facebook-ის მსგავსი სოციალური ქსელი, რომელიც თავის 116 მილიონ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ინტერნეტ სივრცეში ატვირთოს სურათები, ვიდეოები, გადმოტვირთოს თამაშები ან უბრალოდ შექმნას საკუთარი ბლოგი. მომხმარებლების 61% 30 წლამდე ასაკისაა.
“Douban”-ქსელი, რომელიც ცნობილია სხვადასხვა წიგნების, მუსიკებისა და ფილმების განხილვით, განხილვაში მოსახლეობის 62 მილიონი მომხმარებელია ჩართული მათი 71% 30 წლის ქვემოთ არის.
“Youku.com“– Youtube-ის ჩინური ვერსია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, ინსტრუქცია მსგავსია, მომხმარებლებს შეუძლია ატვირთონ და უყურონ ქსელზე ატვირთულ ვიდეოებს.
ამათ გარდა არსებობს უამრავი ჩინური სოციალური ქსელი,რომელიც შეიძლება არ იყოს მთელს ქვეყანაში აქტუალური, მაგრამ გარკვეულ რეგიონებში და ქალაქებში ჰყავდეს უამრავი მომხმარებელი. (51.com ძიაიუენი, ჭენაი)
www.translatemedia.com – ის მონაცემებით, ჩინურ სოციალურ ქსელებს ხშირად და წარმატებით იყენებენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა “Mcdonald’s” “Chanel”,”L Oreal”,”Ikea” და ა.შ
თვითონ მომხმარებლებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის კომფორტულია საერთაშორისო ბრენდების ხელმისაწვდომობა, სოციალურ მედიაში, რასაც ენდობიან.
ერთ-ერთი იყო, ბრენდი “Chanel” გრანდიოზული ფასდაკლება, რომელიც ჩინურ ვებ-გვერდზე www.meituan.com -ზე განთავსდა, 60% ფასდაკლება Chanel NO5 -სუნამოზე, ორ დღეში, 3 000 მდე ფლაკონის გაყიდვით დასრულდა.(www.translatemedia.com)
ბრენდებმა, L Oreal-მა Biotherm-მა საკუთარი “პროფილები” 2011 წელს “Sina Weibo”-ზე გახსნეს, მათ მალევე 40 000 -აქტიური მომხმარებელი მოიპოვეს.
ბრენდმა Ikea-მ 20 % ით გაზარდა გაყიდვები, მას შემდეგ, რაც გაიჩინა ჩინელი მომხმარებლები, “Douban”-ის დახმარებით.
რეალური სურათი მიხედვით, ჩინელები და ბრაზილიელები არიან საერთაშორისო ბრენდების ყველაზე აქტიური ონლაინ-მომხმარებლები.
ცნობილია, რომ ჩინელების სიმრავლის გამო, ისინი შეზღუდულები არიან ისეთი ცნებებისგან როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახი, ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა, ზოგ შემთხვევაში ერთს ზოგჯერ კი ორს არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად ბავშვები, რომლებიც და-ძმის გარეშე იზრდებიან, საჭიროებენ მუდმივ კონტაქტს, სხვა თანატოლებთან, ამიტომ ხდებიან ისინი, აქტიური მომხმარებლები ჩინური სოციალური ქსელების, ამის ფონზე, ბევრი მათგანი საკუთარ, წარმატებულ ბლოგს აწარმოებს, უამრავი მკითხველით.
“Sina Weibo”-ს ასობით სიტყვაზე ცენზურა აქვს დაწესებული, მომხმარებელი, რომელიც გამოიყენებს ამ სიტყვებს მომენტალურად დაიბლოკება.
“Kantar Media”-ს მიერ ჩატარაბული კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელებს ამერიკელები უფრო ხშირად ხოლო ჩინელები უფრო ხანგრძლივად იყენებენ.
ორივე შემთხვევაში სოციალურ ქსელებს უფრო ხშირად ქალბატონები მოიხმარენ.
პროცენტულად ასე ნაწილდება:
ჩინეთში:
მამაკაცები: 54%
ქალბატონები: 58%
აშშ:
მამაკაცები:56%
ქალბატონები: 67%
სოციალურ ქსელებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი მარკეტინული კამპანიისთის ჩინეთში.
შესაბამისად დასავლური და ჩინური სოციალური მედია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, დასავლურ სოციალურ მედიას ხშირად სხვადასხვა ვიდეოების, სურათების დასათვალიერებლად იყენებენ, ან უბრალოდ იგებენ ახალ ამბებს. ჩინური სოციალური მედია სრულიად სხვა პლატფორმისაა, რადგან ჩინელებისთვის სოციალურ ქსელში დახარჯული დრო -სამუშაოსავითაა, ისინი ამ კონტენტს უფრო სასარგებლოდ იყენებენ, ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტს, ხშირად მართავენ ონლაინ-შეხვედრებსაც, ამას გარდა ჩინელებისთვის ნებისმიერი სახის ბიზნესი წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული პროდუქტების ან მომსახურების განხილვა, კლიენტების მიერ, პოტენციური მომხმარებლები აქტიურად კითხულობენ განხილვებს და შემდეგ წყვეტენ-ღირს თუ არა პროდუქტზე/მომსხურეობაზე თანხის დახარჯვა. ”განხილვის” სერვისის გააქტიურებამ ჩინეთში სარეკლამო რგოლების ღირებულება მთლიანად გააქრო, კომპანიები ახლა სხვადასვა სტრატეგიებს ქმნიან, ასაქმებენ ადამიანებს სპეციალურად იმისთვის, რომ მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა და “კარგი შეფასებები”, ეს კომპანიის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩინეთში, თვითონ მოსახლეობა წყვეტს, თუ რომელი სერვისია კარგი და რომელი ცუდი.
ჩინელების უმრავლესობა სოციალურ მედიას, მობილურის საშუალებით უკავშირდება, მათთვის ეს უფრო კომფორტულია, რადგან ისინი დროის ნებისმიერი მონაკვეთში, ჩართულნი უნდა იყვნენ ინტერნეტ-ცხოვრებაში. განსაკუთრებით აქტუალურია “WeChat”-ის მობილური აპლიკაციით სარგებლობა.
ნებისმიერი კომპანია, რომელიც გადაწყვეტს შეუერთდეს ჩინეთის ბაზარს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის თანამედროვე ხერხები, რომლის გარეშეც, ჩინურ მარკეტინგულ ცხოვრებას გამოეთიშები.
[:]