[:ka]
1998 წელს, ახალი წლის მთვარიან ღამეს, ვენის ოქროს დარბაზებში, ცოცხლად და ჯადოსნურად უკრავდნენ იოჰან შტრაუსის, მარშს. ეს იყო ბუნების ხმა უძველესი აღმოსავლური ცივილიზაციისა – შესრულებული, ჩინურ ტრადიციულ ინსტრუმენტთა ანსამბლის მიერ. დასავლეთი მოხიბლული იყო ჩინური ფოლკლორული მუსიკით, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული დღემდე მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
როგორც საუკეთესო თანმხლები საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ტრადიციულმა ჩინურმა მუსიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სხვადასხვა დროს. თითოეულ ინსტრუმენტს აქვს განსხვავებული სტილი და თითოეული გადმოსცემს განსხვავებულ ემოციას. დასარტყამი ინსტრუმენტები თბილი და ცოცხალია სიმები კი მელოდიური და ნაზი. ს‘ჭუიუე ძალზედ პოპულარულია ძიანგსუსა და ჭეძიანგში.
დღესდღეისობით, პოპ მუსიკასთან ერთად, ტრადიციულ მუსიკას კვლავ ყავს საკუთარი მსმენელი, რომელთა რიცხვიც არც თუ ისე ცოტაა. ცნობილი პიესები, როგორიცაა Mei Hua San Nong – „ ქლიავის ყვაბილის სამი ვარიაცია„ სრულდება ბამბუკის ფლეიტაზე, Shi Mian Mai Fu – “ ჩასაფრებაყველა მხრიდან“ სრულდება ინსტრუმენტით, რომელსაც ეწოდება “პიპა“. ეს ინსტრუმენტი სიმებიანი საკრავია. ჩინელი მშობლები, ყოველთვის ირჩევენ ტრადიციულ საკრავებს ,მათი შვილებისთვის, დაკვრის სასწავლებლად. იმისათვის, რომ მათ მომავალში შეაღონ ტრადიციული ჩინური კულტურის კარი და გაეცნონ მას. მუსიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს ტრადიციულ ოპერასა და ფოლკლორულ ხელოვნებაში. ადგილობრივი მუსიკალური დასები სულ სხვა ხიბლს მატებენ ტრადიციულ მუსიკას. მაგალითად, ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლები, როგორც შემსრულებლები, არიან დასები ხალხისათვის. თვითნასწავლი მუსიკოსები უკრავენ ქორწილებში, პანაშვიდებზე და ისეთ მნიშვნელოვან დროს როგორიცაა, ბრინჯის თესლის გადარგვა და ჩაის ფოთლების შეგროვება. შანხაის პროვინციის ჩრდილოეთით, სადაც თითქმის ყველა სოფელს ყავს საკუთარი დასი და ყველა ოჯახში არის ერთი ან ორი მედოლე, ძალზედ პოპულარულია ანსაი. ეს არის ფოლკლორული ინსტრუმენტი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი პრიმიტიული ხიბლით და რომელსაც იმაგრებენ წელზე, თოკით. იმასაც კი ამბობენ, რომ მათი ჟღერადობა მთებს არხევსო. ამ ინსტრუმენტთან შედარებით, არანაკლებ პოპულარულია კუჭენგი, რომელიც ტკბილი და მკაფიო ჟღერადობით ხასიათდება მთვარის მადლიერების საღამო, რომელიც ტარდება შემოდგომის შუა რიცხვებში, ყოველთვის იმართება კუჭენგი საკრავით შედგენილი ანსამბლის თანხლებით.
[:]