[:ka]
ჭამის კულტურა და ჰიგიენა ყველა ადანიანისათვის აუცილებელია, ყოველმა კულტურულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს სუფრასთან.
სუფრასთან ქცევის პირველი წესია სუფრასთან დაჯდომა.
სადღესასწაულო სადილზე მისვლისას პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გავაცნოთ იქ მყოფებს, ან მასპინძელს უნდა მივცეთ საშუალება თავად წარგვადგინოს უცნობი საზოგადოების წინაშე. მხოლოდ ამის შემდეგ დავიკავოთ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი.
ქცევა სადილობის დროს
ჩინეთში კერძების მირთმევისას ადამიანები ცივილიზებულ მანერებს იყენებენ, რომლებიც მათი ადათ-წესებიდან მომდინარეობს. ყურადღება უნდა მივაქციოთ მაგიდასთან ქცევის მანერებს და კარგ სასადილო ჩვევებს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უსიამოვნებებს სადილობისას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:
სუფრასთან დაჯდომისთანავე თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი თასი, საიდანაც შემდეგ მიირთმევთ. თუ თასს არ აიღებთ და ისე დაიწყებთ ჭამას ეს ჩაითვლება ჭამის ცუდ მანერად.
მიეცით საშუალება მაგიდასთან მსხდომ უფროს ადამიანებს პირველებმა დაიწყონ ჭამა, მხოლოდ თუ გაიგონებთ მათგან ფრაზას „მოდით მივირთვათ“, თქვებც შეგიძლიათ თქვენც დაიწყოთ მათთან ერთად.
სუფრასთან ქცევის წესები
ჩინეთში ყველგან ერთნაირი სუფრასთან ქცევის მანერებია. ნუ მოტყუვდებით იმით, რასაც ქუჩაში ან სწრაფი კვების ობიექტებში შენიშნავთ. ჩინურ მანერებში სწრაფად ჭამა და ამავდროულად საუბარი აკრძალულია.
ჭამა უნდა დაიწყოთ ისეთი კერძებით, რომლებიც თქვენს წინაა განლაგებული და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ მაგიდის სხვა მხარეს განლაგებულ კერძებზე. ჩინეთში საკმაოდ ცუდ ჩვევად ითვლება ჭამის პროცესში სხვადასხვა თეფშში ყურება და რამდენიმე კერძის ერთად გადაღება. როდესაც თქვენ აღმოაჩენთ თქვენთვის „მეტად გემრიელ“ საკვებს, არასდროს დაიდგათ ის წინ ან არ გადმოიღოთ მთელი ულუფა, გახსოვდეთ, რომ სუფრასთან მარტო არ ხართ.
კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს კომპანიონებზე. სუფრასთან ნაკლებად გამოიყენეთ მობილური ტელეფონი, ჩაერთეთ საერთო ბაასში და არ დაკავდეთ სხვა საქმიანობით.
საკმაოდ სასიამოვნოა, თუ თქვენ ჯერ თქვენთვის შეივსებთ თასს ბრინჯით და შემდეგ სუფრის უხუცეს წევრებს შესთავაზებთ ამავეს.
“გმადლობთ” ჟესტი
სუფრასთან დაჯდომისთანავე თქვენ მოგართმევენ ჩაის მენიუსთან ერთად. ამის შემდეგ მაგიდაზე რჩება ჩაიდანი და სადილობის დროს თავად შეგიძლიათ დაიმატოთ სურვილისამებრ. როდესაც ვინმე შემოგთავაზებთ დაგისხათ ჩაი, თქვენ ორი თითით ორჯერ ან სამჯერ დააკაკუნებთ მაგიდის კიდეზე. ეს ერთგვარი მადლობის გადახდაა.
სუფრასთან ჯდომისას ელეგანტური უნდა იყოთ. არ უნდა მიირთვათ ბევრი და რაც მთავარია ეცადეთ არ დასვაროთ სუფრა. ჭამისას ეცადეთ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით აიღოთ საკვები, რათა პირის დიდზე არ მოგიწიოთ. ძვლების ან სხვა საკვებად უვარგისი ნაწილებისათვის გამოიყენეთ თქვენი ჩხირები. ხშირად გამოიყენეთ ხელსახოცი.
ჩხირებთან დაკავშირებული წესები და ტაბუები:
ჩხირები საკვებში ვერტიკალურად არ ჩაარჭოთ, როდესაც არ იყენებთ, განსაკუთრებით კი ბრინჯში, ამაზე ჩინელ ხალხ პანაშვიდს გაახსენებთ. პანაშვიდზე ნათესავის საკურთხეველთან მდგარ ბრინჯით სავსე ქოთანში ათავსებენ ჩინურ საკერპო ჯოხებს.
არ დაჩხვლიტოთ ან წამოაცვათ ჩხირებზე საკვები.
არ დაანაწევროთ ნაჭერი ორ ნაწილად, ეცადეთ ამ დროს ჩხირებზე ზეწოლა შეამციროთ, ეს კი პრაქტიკას საჭიროებს.
[:]