[:ka]

ს’ჩუანი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მიუწვდომელი პროვინციაა. ის მკვეთრად იზრდება დასავლეთით, ტიბეტ-ცინგხაის პლატომდე და აქვს დიდი, ნაყოფიერი აუზები აღმოსავლეთით. პროვინციის 87 მილიონი მოსახლე ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც პროვინციის ლანდშაპტი, რომელსაც 485 000კმ² უჭირავს. ცნობილი თავისი კულტურული სიმდიდრითა და ბუნებრივი რესურსებით, ს’ჩუანი მრავალი ეთნიკური ჯგუფის ადგილსამყოფელია.

Panda Conversation by couleurპროვინცია აგრეთვე პანდების ადგილსამყოფელი, აგრეთვე ს’ჩუანის ოპერისა და სამზარეულოს დაბადების ადგილიცაა. პროვინციის შედარებით იზოლირებული და ულამაზესი მთიანი რელიეფი, ს’ჩუანს ნამდვილ სამოთხედ ქმნის მთის მოყვარული ტურისტებისთვის.

ს’ჩუანის პროვინციას ძველ დროს  შუ ეწოდებოდა. ზუსტად არავინ იცის, როდიდან ეწოდათ ს’ჩუანში მცხოვრებთ „შუს ხალხი“. პროვინციის სიშორემ და მიუწვდომლობამ გახადა მათი ტოპოგრაფია, საკვები, დიალექტი და ხასიათი უნიკალური და ყველასგან გამორჩეული.Sichuan Opera Performer Chongqing China by davidmcb

ს’ჩუანის პროვინცია ცნობილი მეომარ სახელმწიფოთა პერიოდში გახდა (475-221 ქრისტეს შობამდე), როდესაც განთქმულმა ინჟინერმა, გუბერნატორმა ლი პინგმა, მდინარე ტუზე კაშხალი ააგო. ამ კუთხით განვითარებამ, პროვინციას მოუტანა კეთილდღეობა, რომელიც დამყარებული იყო მიწათმოქმედების სარწყავ სისტემაზე. მორწყვის ეს სისტემა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილია როგორც, ტუძიანგიენის საირიგაციო სისტემა, ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. სწორედ, მორწყვის ამ სისტემის გამო, ს’ჩუანის დედაქალაქი ჩენგტუ, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის  კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრია.

Chengdu Wu Hou - China by Furiousxrტაოიზმის რელიგია სწორედ აქ წარმოიშვა, ხანის დინასტიის პერიოდში. მთა ცინგჩენგი, ერთ-ერთია, ჩინეთის ოთხ ყველაზე ცნობილ ტაოიზმის მწვერვალს შორის. 1996 წელს, ტუძიანგიენის საირიგაციო სისტემასთან ერთად, მთა ცინგჩენგი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. სამი სამეფოს პერიოდში, შუს სამეფო, წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ს’ჩუანში. მეფე ლიოუ პეიმ, თავის ხელქვეითთან ჭუკ’ ლიანგთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ს’ჩუანისა და ჩენგტუს ქალაქის განვითარებაში. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ აშენდა Marquis Wu Shrine მათ პატივსაცემად, ჩენგტუს სამხრეთით.Leshan, Sichuan by NCdriftsბუდიზმი, ს’ჩუანში, თანგის დინასტიის პერიოდში ყვაოდა. ს’ჩუანში მდებარე ე’მეის მთა, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუდისტური, წმინდა ადგილია. მთა და იქ არსებული ბუდას უზარმაზარი ქანდაკება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია.Leshan by serialthriller22000

მრავალი საუკუნის მანძილზე ს’ჩუანი ჩინური კულტურისა და ცივილიზაციის კერა იყო. უამრავი ხელოვანი და პოეტი, სწორედ აქ ს’ჩუანის მიუწვდომელ პროვინციაში დაბადებულა. პროვინციაში არაერთი ადგილია, რომელიც დიდი პატივით ატარებს ს’ჩუანის მემკვიდრეობის სახელს. ასეთია სამი სუს აკლდამა, დაფუს სილით ნაგები ქოხები და  ლი ძიეჭენის ყოფილი რეზიდენცია.Journey To Garden of Eden by couleur

პროვინციას დასავლეთიდან ტიბეტის პლატო ერტყმის, სამი ხეობთ, მდინარე იანძითა და ს’ჩუანის აუზით კი ის აღმოსავლეთიდანაა შემოსაზღვრული. ს’ჩუანის აუზის აღმოსავლეთი უზარმაზარი მთებია აღმართული, ამიტომაც აქ სუბტროპიკული და ტენიანი კლიმატია. კუნგკას თოვლის მთა, რომლის სიმაღლეც 7 000მ ზღვის დონიდან და რომელიც მუდამ მყინვარითაა დაფარული, პროვინციის ყველაზე მაღალი მთაა. მწვერვალი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. დასავლეთი ს’ჩუანი მთიანი რეგიონია და აქ კლიმატი ორგვარია, იცის როგორც ნისლი, ისე ბევრი ნათელი და მზიანი დღე. ტემპერატურა პროვინციის ამ ნაწილში უმეტესად დაბალია. საშუალო წლიური ტემპერატურა რეგიონში 16.5 °C უტოლდება.Yading Nature Reserve by Furiousxr

გეოგრაფიულად, ს’ჩუანის პროვინცია, შიდა მთიანი რეგიონია ჩინეთის დასავლეთით. მისი პლატოები, მთები, ხეობები, კანიონები, მდელოები, ჭაობები, აუზები, გორაკები, ტბები, ცხელი გაზაფხული, ჩანჩქერები და კირქვის გამოქვაბულები პროვინციას მეტად მიმზიდველს და უნიკალურს ხდის.

Image result for chengduს’ჩუანის დედაქალაქი,  ჩენგტუ, საშუალო ზომის ჩინური ქალაქია, 4 მილიონი მაცხოვრებლით, რომელთა ცხოვრების უნიკალური და დამამშვიდებელი სტილი, პროვინციაში სტუმრობასა და დასვენებას მეტად სასიამოვნოს ხდის.Image result for chengdu skyline

ტუძიანგიენის საირიგაციო სისტემის წყალობით, ჩენგტუ წლების განმავლობაში ვითარდებოდა და მიიწევდა წინ. ხანის დინასტიის პერიოდში, ქალაქმა დაარსა სამთავრობო საჯარო სკოლა, რომელსაც ეწოდებოდა „Wenweng Shishi-ის სკოლა“, რომელიც პირველი საგანმანათლებლო კერა იყო ჩინეთში. ამ პერიოდშივე მოხდა აბრეშუმის ფარჩის ინდუსტრიის აყვავებაც, რის შემდეგაც ქალაქს ეწოდა „ფარჩის ქალაქი“. თანგის დინასტიის პერიოდში, ქალაქი გახდა ჩინური მაღალი საზოგადოების ქვაკუთხედი. თანგის დინასტიის ბატონობიდან სამასი წლის შემდეგ, სუნგის დინასტიის მეფობისას, პროვინცია ცნობილი გახდა პოლიგრაფიის აყვავებით, რის შედეგადაც გამოიცა პირველი ქაღალდის ფული. სამოქალაქო ომის პერიოდში, ქალაქი მსახურობდა, როგორც უკანასკნელი ციხე-სიმაგრე კუომინტანგის.  1949 წლის შემდეგ, ქალაქი გახდა დასავლეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სავაჭრო, ფინანსური, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო ცენტრი.

Culture Revolution by couleurდღეს, დედაქალაქი ჩენგტუ, ამჟამინდელისა და წარსულის ნარევია. ქალაქი გამოირჩევა მრავალი თანამედროვე საოცრებით, ისევე როგორც არანაკლებ საოცარი და უნიკალური წარსულით.

მდინარე იანძის(ჩანგძიანგის) გასწვრივ და მის ზემოთ აუზებში, რომელიც გარშემო შემოსაზღვრულია მთებით, ს’ჩუანი ერთმანეთთანნ აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთის უნიკალურ სუბ-კულტურას. პროვინციის დიალექტი უნიკალურობით გამოირჩევა, მიუხედავად მისი წარმომავლობისა, ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი დიალექტისა.

ს’ჩუანის სამზარეულო ძირითადად ცხელი და ცხარე კერძებისაგან შედგება, არსებობს გამოთქმა 四川人不怕辣 “ს’ჩუან ჟენ პუ ფა ლა”, რაც ნიშნავს ს’ჩუანელებს არ ეშინიათ სიცხარის. რაც შეეხება  დღესასწაულებს, რიტუალებსა და ცერემონიებს, ისინი  ჩინური კულტურის ნაწილია, თუმცა, ისინი  ადგილობრივი და ეთნიკური შინაარსითაა გაჟღენთილი. ს’ჩუანის კულტურა სწორედ ამ კომპლექსურობის გამოა უნიკალური და ყველასგან გამორჩეული. განსაკუთრებით ეს კრისტალიზაცია შეიმჩნევა, საკვებში, სასმელში და ს’ჩუანის ოპერაში.  პროვინცია ცნობილია, აგრეთვე ხელოვნებითა და ოსტატობით, ნაქარგებით, სხვადასხვა საწმენდი საშუალებით, მბამბუკის ნაწარმთა ნაირსახეობით და სხვა.
Image result for sichuan foodკიდევ ერთხელ მივუბრუნდები ს’ჩუანის სამზარეულოს და ვიტყვი, რომ ჩინური სამზარეულოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.  სამზარეულო გამოირჩევა გემოს სითამამით, რაც გამოიხატება ცხარე და არომატულ კერძებში. ძირითადი ინგრედიენტია ნიორი და წიწაკა, აგრეთვე უნიკალური გემოს ს’ჩუანის პროვინციის ცხარე წიწაკა. Image result for sichuan foodარსებობს კერძების მრავალი, ადგილობრივი ვარიაცია სიჩუანის პროვინციაში და ჩუნგცინგის მუნიციპალიტეტი, რომელიც იყო ს’ჩუანის პროვინციის ნაწილი 1997 წლამდე. არსებობს აქაური სამზარეულოს ოთხი-ქვე სტილი, რომელიც  მოიცავს ჩუნგცინგს, ჩენგტუს, წ’კუნგს, და ასევე ბუდისტურ-ვეგეტარიანულ სტილს.

[:]