დეკემბერი15 , 2025
ბიზნესისხვადასხვა ჯიშის ჩაის კულტურა საქართველოს ოთხ რეგიონში 12 ათას...

[:ka]სხვადასხვა ჯიშის ჩაის კულტურა საქართველოს ოთხ რეგიონში 12 ათას ჰექტარზე გაშენდება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთ სახელმწიფო ჩინურ კომპანიასთან და საქართველოში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ „ჰუალინგთან“ ერთად 10-12 წლიან ბიზნესგეგმაზე მუშაობს. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში ჩაის რეაბილიტაციასა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ჯიშის ჩაის კულტურა საქართველოს ოთხ რეგიონში 12 ათას ჰექტარზე გაშენდება. ჩინური მხარე პროექტის განხორციელებისთვის საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარს გამოყოფს. საჭირო ტექნიკა კი ჩინეთიდან გრანტის სახით იქნება მოწოდებული და ქვეყანაში დარჩება.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, საპილოტე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია.

„წალენჯიხაში დაახლოებით 20 ჰექტარ მიწის ფართობზე პირველი პლანტაცია გაშენდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიზნესი არის საკმაოდ საინტერესო, რადგან ქართული ჩაი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდება და ჩინური მხარე მზადაა პროდუქცია თავად შეისყიდოს საუკეთესო ფასად. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უფლებას ვიტოვებთ, ჩაი გავიტანოთ იმ ქვეყანაში, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოშივე მოხდება ჩაის გადამუშავება, დაფასოება და პროდუქცია არ გავა ნედლი სახით,“-განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ჩინური მხარე საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ძალიან დაინტერესებულია, თუმცა საკითხი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ჯერჯერობით ღიად დგას.

„ჩვენ გაკეთებული გვაქვს ზუსტი საკადასტრო რუკები. სახელმწიფომ ეს ტერიტორიები პროექტის განხორციელებისთვის დროებით განკარგვაში, 49 წლით უნდა დაუთმოს აღნიშნულ პროექტს. უახლოეს ხანებში ჩვენ გვექნება სამთავრობო სექტორთან ამ თემის განხილვა,“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები