Home კულტურა ტრადიციული ჩინური ქორწილის საინტერესო დეტალები

[:ka]ტრადიციული ჩინური ქორწილის საინტერესო დეტალები[:]

0
6200

[:ka]

დასავლური კულტურის მიხედვით, ქორწილამდე ნიშნობის ჩატარება აუცილებელია. წარსულში, ჩინელების უმრავლესობა მოწესრიგებულ ქორწილებს ენდობოდა, მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის და ყველაფერი ვითარდება, მყარად დამკიდრებულ ტრადიციებს გვერდს ვერ ავუვლით, თუ არ დავიცავთ, მათზე აუცილებლად ვისაუბრებთ მაინც, არც ჩინეთია გამონაკლისი, ამ ქვეყანას არაერთი საინტერესო ტრადიცია აქვს.Image result for wedding dresses jay chou

ერთ-ერთი ტრადიციაა, როდესაც საქმროს ოჯახი, აგზავნის “ნიშნობის საჩუქარს” პატარძლის ოჯახში, რომელიც ჩვეულებრივ საკვები და ტკბილეულია. თუმცა შესაძლოა ეს ფულადი საჩუქარიც იყოს – რომლის მიხედვითან პატარძლის ოჯახი განსაზღვრავს – თუ რამდენად უნდა სიძის ოჯახს – ახალი რძალი.

სასიძოსა და სარძლოს ოჯახი აუცილებლად სტუმრობს წინასწარმეტყველს, რომლის ფუნქციაცაა, რომ დაეხმაროს ოჯახს იმის გარკვევაში, თუ რამდენად თავსებადია წყვილი ქორწინებისთვის, ამის გასარკვევად “მკითხავი” არა ერთ ხერხს იყენებს, მათ შორის: წყვილის სახელებს, დაბადების თარიღსა და დროებს. თუ ყველაფერ კარგად მიდის, წყვილი მხოლოდ შემდეგ ნიშნავს ქორწილის თარიღს.ჩინელი ქალების უმრავლესობისთვის – საუკეთესო საქორწილო კაბა – სამი კაბის შეგროვებას ნიშნავს, ტრადიციულ კაბას – “ცი ფაო”- ჰქვია, რომელსაც ჩინეთში მეჩვიდმეტე საუკუნიდან ატარებენ, პირველ რიგში პატარძლები წითელ, ციფაოს იცვამენ, შემდეგ – დასავლურ თეთრ საპატარძლო კაბას იცვამენ, ხოლო მესამეს – საღამოს კაბას, რომელიც დღის ბოლომდე აცვიათ.

კაბების გამოცვლა-პატარძალს სტუმრების მიღების შემდეგ შეუძლია, ზოგი მეოთხე კაბასაც იცვლის იმისთვის, რომ ქორწილიდან სტუმრები გააცილოს.

ჩვეულებრივ, ტრადიციული ჩინური ქორწილების მოსაწვევები წითელია, რომელიც წითელ კონვერტშია მოთავსებული, წითელ კონვერტებს ფულის ჩუქებისთვისაც იყენებენ, საქორწილო კონვერტები კი უფრო გრძელი და ფართეა. ტექსი ოქროსფრადაა დაწერილი, რომელიც სიმდიდრის სიმბოლოა, ჩინურ კულტურაში, ორმაგი ბედნიერების ნიშანი, “შუანგსი” shuāngxǐ (雙喜), ყოველთვის აწერია მოსაწვევებს.Image result for chinese wedding

ჩინური ქორწილის დეკორი შეიძლება შეიცავდეს სანთლებს, ყვავილებს, დასავლური ქორწილების მსგავსად.

დარბაზში აუცილებლად იქნება ადგილი (სცენა) სადაც პატარძალი და სიძე დადგებიან სანამ სტუმრებს ბოლომდე არ მიიღებენ და სადღეგრძელოებით არ დალოცავენ.

სტუმრებს ჩვეულებრივ “ფიცის გაცვლაზე” არ ეპატიჟებიან, ამიტომ წყვილს, ისინი პირველად დარბაზში ნახულობენ.

სიძის ოჯახი სრულად პასუხისმგებელია ქორწილის ფინანსურ მხარეზე “ნიშნობის საჩუქარი” (ხშირ შემთხვევაში ფული) ეგზავნება პატარძლის ოჯახს, რომელიც გულწრფელ მზადოფნას ნიშნავს, ქორწილისთვის, რაც უფრო მეტი ნიშნობის საჩუქარია, უფრო მეტად გულწრფელია ის.

ქორწილის დღეს წყვილი, ტრადიციულად წითელ ტანისამოსშია გამოწყობილი.

ერთი დღით ადრე წყვილს ერთმანეთის ნახვა არ შეუძლია, რადგან ჰგონიათ, რომ მათი მომავალი თანაცხოვრება, უიღბლო აღმოჩნდება.

ჩაის ცერემონია ჩინური ქორწილის განუყოფელი ნაწილია, მისი ჩატარება წყვილის მხრიდან მშობლების მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავს.

ჩაის ცერემონიას სიწმინდეს, სტაბილურობასა და ნაყოფიერებას უკავშირებენ.

ტრადიციულად ჩაის ცერემონია პირველად სიძის ოჯახში ტარდებოდა-დილის საათებში, საღამოს საათები კი პატარძალს ეთმობოდა ეს კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატარძალს სახლიდან წამოიყვანდნენ, თანამედროვე ქორწილებში კი წყვილი ცერემონიის გაერთიანებას ამჯობინებს და მას დარბაზში ერთად ატარებენ, ამავდროულად არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან:

  1. პოზიციები – ცერემონიის დროს, სიძე ყოველთვის მარჯვნივ დგას, პატარძალი კი მარცხნივ, მშობლები სკამებზე სხედან და მათთვის განკუთვნის ულუფას ელიან, ხშირად წყვილი ჩაის ულუფის მიწოდების დროს მუხლჩახრილია.
  2.  მიწოდების თანმიმდევრობა-თანმიმდევრობის დაცვა ჩაის ცერემონიის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ეს წყვილის პატივისცემას აჩვენებს უფროსების მიმართ, პირველ რიგში ულუფა-მშობლებს უნდა გაუწოდონ შემდეგ ბებია-ბაბუებს, ბოლოს კი ახლო ნათესავებს.

ჩაის ცერემონიის შემდეგ სიძე პატარძალი საჩუქრების მიღებას იწყებს, რაც სანახაობრივ მომენტად არ ითვლება ჩინურ ქორწილებში, რადგან როგორც ყოველთვის საჩუქრები წითელ კონვერტშია მოთავსებული სოლიდური თანხის სახით, რომელიც 50-500$ -მდე მერყეობს.

ჰონგ-კონგში ამ წითელ კონვერტებს “ლაი სი”-ს ეძახიან ხოლო ჩინეთის სხვა ქალაქებში ის “ხონგ პაო”-ს სახელითაა ცნობილი.

სტუმრებისგან განსხვავებით, ნათესავები წყვილს სამკაულებს ჩუქნიან, რომლებიც აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა გაიკეთონ, საჩუქრის დაფასების მიზნით. ახალგაზრდა ნათესავები, ოჯახს, ქორწილის დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარებიან, “დამხმარეებსაც” ხვდებათ წითელი კონვერტები სანაცვლოდ.

ჩინური ქორწილის დეტალები, ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და საინტერესოა მთელს მსოფლიოში, მათი ამოცნობა მარტივია, ჩინელებისთვის წითელი ფერი დადებით ემოციებთან ასოცირდება ამიტომ ისინი ცდილობენ დარბაზი, ტანისამოსი, სხვა  დეტალები – წითელი ფერით გააფორმონ.

[:]

NO COMMENTS