[:ka]

ფილიპინების დაგეგმვის მდივანი ერნესტო პერნია მიესალმება ჩინეთის დახმარებასა და ინვესტიციებს მიუხედავად იმის, რომ მას მოსახლეობის მხარდაჭერა ამ საკითხში არ აქვს. „ჩინეთმა მეტი დაფინანსება გაიღო უფრო მეტი პროექტისთვის “, – განაცხადა ერნესტო პერნიამ იაპონიაში მთავრობასთან ინფრასტრუქტურის განვითარების თანამშრომლობის შესახებვიზიტის დროს.

“Build, Build, Build” პროგრამის ფარგლებში, ფილიპინები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მომსახურებებში 8.3 ტრილიონი პესოს (160 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს. მთავრობას გადაეცა 2.2 ტრილიონი პესო 75 დიდი პროექტისთვის, მათ შორისაა მეტრო მანილაში, რომელიც ქვეყნის პირველი მეტროპოლიტენის სისტემა იქნება. ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ადასტურებს, რომდაესწრება პეკინის  სამიტს „სარტყელი და გზა“.

გასული წლის ნოემბერში, მანილაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგი შეთანხმდნენ ჩინეთის მონაწილეობაზე „BBB“რომელიც ასევე ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსების ერთობლივი შესწავლას, კერძოდ,  სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლებში ნავთობისა და გაზის ერთობლივი კვლევას.

პერნიას განმარტებით, ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ჩინეთი დააფინანსებდა ოთხ პროექტს, ორს სესხით, ხოლო ორ პროექტზე გასცემდა გრანტს 250 მილიონი პესოს ოდენობით. ჩინეთი ფილიპინების უმსხვილესი პარტნიორია, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, თუმცა აქამდე უმნიშვნელო დონორი იყო. ამ მხრივ პირველ ადგილს იაპონია იკავებდა 2017 წლის ჩათვლით. იაპონიისგან განსხვავებით, ჩინეთი არის ახალი ODA (Official Development Assistance) პარტნიორი, რის გამოც იგი დროთა განმავლობაში იაპონიის დახმარებს ჩაანაცვლებს.კერძოდ, ჩინური კომპანიები გეგმავენ ფოლადის ფართომასშტაბიანი ინტეგრირებული კომპლექსის მშენებლობას, რომელმაც ნაკლები უცხოური ინვესტიცია მოიზიდა. „მთავრობის როლი მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ ეს არის ლეგიტიმური, სანდო კომპანიები”, – განაცხადა პერნიამ და დასძინა, რომ ის აუცილებლად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უცხოელი მწარმოებლების მოზიდვას.

თუმცა, ჩინეთისა და ფილიპინების ურთიერთობებში პროგრესი ვერ იქნება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობის გარანტია. 5 მარტს, ფილიპინების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა განაახლოს ათწლეულის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მისი დიდი ხნის მოკავშირესთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ჩინეთთან სადავო სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლებში უფრო ხშირად ახორციელებს სამხედრო პატრულირებას. „რამდენადაც სამხრეთ ჩინეთის ზღვა წყნარი ოკეანის ნაწილია, ფილიპინებისძალებზე, საჰაერო ხომალდებზე ანგემებზე ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმაპარალელურად აამოქმედებს ურთიერთდახმარების ვალდებულებებს “, – განაცხადა მაიკ პომპეომ. როგორც ჩინეთის ელჩმა ჭაო ძიენხუამ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები იმით უფრო უნდა იყოს შეშფოთებული, რომ სხვა ქვეყნები მოახდენენ რეგიონში მშვიდობის დესტაბილიზაციას, ვიდრე ჩინეთი გადადგამს რაიმე დესტრუქციულ ნაბიჯს. ყველა ქვეყნის ინტერესშია, შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

[:]