სექტემბერი27 , 2023
კონსულტაციაფრენებიჩინეთთან ფრენები იანვრიდან აღდგება

ჩინეთთან ფრენები იანვრიდან აღდგება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ჩინეთთან რეგულარულ ფრენებს იანვრიდან განაახლებს.

-

- Advertisment -spot_img

China Southern Airlines – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით იანვრიდან განაახლებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული სახელმწიფოა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც.”

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად ცდილობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოიყვანონ. მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში რეგიონულ სატრანზიტო ჰაბად გარდაქმნის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს, პანდემიამდე, ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 50.9%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ტოპ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე იმყოფებოდა.

რეგულარული ფრენები ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო მარშრუტზე იანვრიდან განახლდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციით, ურუმჩისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 ფრენის სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.

2020 წლის იანვარს, China Southern Airlines-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების შეჩერების მიზეზი გახდა კოვიდ-19-ის ინფექციით გამოწვეული პანდემია. უკანასკნელი რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით ჩინეთიდან 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.

ჩინეთში საერთაშორისო მიმოსვლის დროებითი ზომები 8 იანვრიდან ამოქმედდა.
დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ზომების შესახებ ჩვენს სიახლეში წაიკითხავთ

shorturl.at/adrtH 

By Jules Meulemans - http://www.airliners.net/photo/China-Southern-Airlines/Airbus-A330-223/1903623/L/, GFDL, https://commons.wikimedia.org/w/index.php?curid=17598826

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: