[:ka]
2020 წლის 10 ივნისს, ქალაქ გუანჯოუს მთავრობის საინფორმაციო ოფისმა ჩინეთის მიერ კოვიდ-19-ის დაძლევის ეფექტური მეთოდებისა და ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ტელეხიდი მოაწყო, რომელიც ქალაქ გუანჯოუს მერმა, ბატონმა ვენ გუოხუეიმ გახსნა და აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მედიატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი გუანდონის პროვინციაში და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი’’ დამფუძნებელი ბექარ მიქაბერიძე გახლდათ. ბექარ მიქაბერიძემ დეტალურად განიხილა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობის მიერ გატარებული ყველა ეფექტური მოქმედება და ღონისძიება და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით სარგებლობს.
აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორი მდგომარეობაა პანდემიის ფონზე საქართველოში, ბატონმა ბექარმა უპასუხა: ,,როგორც ჩინეთი შეიძლება მოვიაზროთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად პანდემიის ფონზე, ისე ჩვენი ხელისუფლების მიერ დროულად მიღებული ზომებისა და ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად, საქართველომ ევროპაში ერთ-ერთი პირველი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო”. ტელეხიდში მონაწილე სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობისა და სიძლიერის შესახებ მსოფლიო პანდემიის ფონზე და დეტალურად ისაუბრეს საკუთარ ქვეყნებში არსებული კრიზისისა და მისი დაძლევის გზებზე.
ტელეხიდის მიმდინარეობის დროს ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქალაქ გუანჯოუს ჩინეთის ყველაზე თანამედროვე და ღამის ცხოვრებით მჩქეფარე ქალაქის სტატუსი მიენიჭა, რომლის აღსანიშნავად, რამდენიმე დღის შემდეგ, ქალაქის ადგილობრივი სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიება “YOUNG城YEAH市” გაიმართა.
[:]