იანვარი13 , 2026
ბიზნესიქალაქ კუანგჭოუს ‘’Huangpu Vanke” ცენტრში ორგანიზაციამ ,,ერთი სარტყელი...

[:ka]ქალაქ კუანგჭოუს ‘’Huangpu Vanke” ცენტრში ორგანიზაციამ ,,ერთი სარტყელი ერთი გზა ევრაზიის ცეტრი” საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ბიზნეს კომუნიკაციების შესახებ კონფერენცია გამართა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

2018 წლის 29 მარტს, ორგანიზაციამ ,,ერთი სარტყელი ერთი გზა ევრაზიის ცეტრი”  ქალაქ კუანგჭოუს ‘’Huangpu Vanke” ცენტრში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ბიზნეს კომუნიკაციების შესახებ კონფერენცია გამართა.

გამართული კონფერენციის მთავარ მიზანს ჩინეთ-საქართველოს შორის ექსპორტ–იმპორტის, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების, ცენტრის წევრთა საინვესტიციო პროექტის საინფორმაციო ბაზის უპირატესობისა და ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები კუანტუნგის პროვინციაში ბექარ მიქაბერიძემ, საქართველოს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი, ჰონგ-კონგ-ნეპალის ბიზნეს ასოციაცია და მალაიზიის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი კუანგჭოუში.

კონფერენციის მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი კუანტუნგის პროვინციაში ბექარ მიქაბერიძე, რომელმაც კონფერენციაზე სავაჭრო პალატის მიერ განხორციელებულ და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას მან ჩინეთ–საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაც წარუდგინა.

აღნიშნული კონფერენცია, “საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა და ბიზნეს კომუნიკაციები”, “ერთი სარტყელი ერთი გზა ევრაზიის ცენტრის” ორგანიზებითა და “Huangpu Vanke” ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 [:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები