[:ka]
2019 წლის 28 იანვარს, ჩინეთის ქალაქ კუანგჭოუში (იგივე გუანჯოუ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, კუანგჭოუს ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობითა და ჩინეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლის ბექარ მიქაბერიძის გუნდის ორგანიზებით საზეიმო ვითარებაში ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ გაიხსნება.
,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ უნიკალური და უპრეცედენტო ქართულ-ჩინური პროექტია, რომელიც ერთი სივრცის ქვეშ აერთიანებს ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ქართული ღვინის კულტურას, ქართულ სამზარეულოს, ქართულ და უცხოურ ნატურალურ პროდუქციას, ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი გამომგონებლების სტარტაპებს.
ბიზნეს სახლი გააერთიანებს ახალი აბრეშუმის გზის 25 ქვეყანას, რომლის სახელმწიფო ორგანიზაციები – სავაჭრო პალატების წარმომადგენლობები, განთავსდებიან სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის სათავო ოფისის სივრცეში.
შეგახსენებთ, რომ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლს აქვს შვიდი ძირითადი მიმართულება: იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ახალი ტექნოლოგიური გამოგონებები, ტურიზმი, მედია და Duty Free მაღაზიები.
ბიზნეს სახლის აღნიშნული მიმართულებები მიმზიდველია ახალი აბრეშუმის გზის 25 ქვეყნისთვის, რადგან ის მათ აძლევს საშუალებას გაერთიანდნენ საქართველოს ბიზნეს სახლის ქვეშ, განახორციელონ საკუთარი პროექტების ჩინეთის ტერიტორიაზე, შეიტანონ საკუთარი პროდუქცია ბიზნეს სახლის ქვეშ არსებული Duty Free მაღაზიათა ქსელში, გაამყარონ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთს შორის და რაც მთავარია გაეცნონ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს.
აღნიშნული პროექტი ეხმიანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას-სარტყლისა და გზის ქვეყნების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას, მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებას, მომგებიანი და წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის გაბმას.
სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის იდეამ ჩინეთის მთავრობის მხრიდან დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა, კუანგჭოუს ცენტრალურ რაიონში, იესიუში არსებულ One Link პლაზაში, აღნიშნული სახლისთვის უსასყიდლოდ გამოიყო 2000კვ.მ.-ის სამუშაო სივრცე, გაიცა ქალაქ კუანგჭოუს ხუატუს რაიონში, მთავრობის წინ, სარტყლისა და გზის ბიზნეს სახლის გახსნის თანხმობა და სხვა.
შეგახსენებთ, რომ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი უპრეცედენტო ქართულ-ჩინური პროექტია, რომელიც სახელმწიფოებრივ დონეზე გააერთიანებს ახალი აბრეშუმის გზის 25 ქვეყანას, რაც ნიშნავს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური განწყობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას კულტურულ ჭრილში, რაც ხელს შეუწყობს სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ქვეშ არსებული თითოეული ქვეყნის კეთილდღეობას, განვთარებასა და წინსვლას.
იხილეთ ბიზნეს სახლის პროექტის ფოტოები:
[:]