ყოველ წელს, ჩინეთი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ზეიმობს ქალთა საერთაშორისო დღეს. დღის ორიგინალური აქცენტისაგან ოდნავ განსხვავებული ეკონომიკური, ქალთა პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნა, ეს დღე გახდა უბრალოდ შემთხვევა მამაკაცებისათვის, გამოხატონ თავიანთი სიყვარული ცხოვრების მეგზური ქალების მიმართ. ვალენტინობის და 3 მარტის ზეიმობის მსგავსად.

ასეთი ცვლილების გამო, ქალთა დღე გახდა კიდევ ერთი მარკეტინგული ხრიკი კომპანიებისათვის გამართონ ქალთა პროდუქციის დიდი გაყიდვები. ასეთი კომპანიებისათვის, ქალთა საერთაშორისო დღემ, მსგავსად დედის და ვალენტინობის დღისა, დაკარგა თავისი ღირებულება და ის უბრალოდ კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გადაიქცა. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი ერთვება ამ „მარკეტინგში“.  უამრავი მამაკაცი ყიდულობს საჩუქრებს და ახარებს დედას, ცოლს თუ ქალიშვილებს. ქალები კი ამ დღეს თავის სასიკეთოდ იყენებენ და თავს უფლებას აძლევენ იშოპინგონ მთელი დღე.

ქალთა დღე თუ გოგონების დღე?

ბევრ ჩინურ უნივერსიტეტში საინტერესო პრაქტიკაა ქალთა დღესთან დაკავშირებით. ქალთა კოლეჯის სტუდენტებმა დააწესეს ახალი ფესტივალი, სახელწოდებით „გოგონების დღე“, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 7 მარტს. „გოგონების დღეს“, უნივერსიტეტები აწყობენ ბევრ აქტივობებს  მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. ასეთია მაკიაჟის კონკურსი, ცეკვის კონკურსი, სილამაზის კონკურსი და ა.შ.
უფრო მეტიც, ზოგიერთ უნივერსიტეტში აკეთებენ სურვილების ხეებს ან დაფებს, სადაც გოგონები აკრავენ კონვერტებს, მასში  მოთავსებული სურვილებით. 

მილოცვა ჩინურ ენაზე:
妇女节 (ქალთა დღე): fù-nǚ jié or /foo-nyoo jyeh/
妇女节快乐 (გილოცავთ ქალთა დღეს): fù-nǚ-jié kuài-lè or /foo-nyoo-jyeh kwhy-ler/
ქალთა დღე რახან 8 მარტსაა, ჩინეთში ერთნი ამ დღეს სანპა ძიეს ეძახიან (三八节 /san-ba jie/) შემოკლებით. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ქალბატონს მხოლოდ სანპა (三八 /san-ba/) რადგან სანპა ჩინურ კულტურაში შეურაცხმყოფელი სიტყვაა, განსაკუთრებით კი ქალისთვის.

 

LEAVE A REPLY