ქართველი სტუდენტები: ერთად გადავლახოთ სირთულეები და ერთად ვაშენოთ სრულყოფილი სამყარო

[:ka]

ჩინეთი უკვე ორ თვეზე მეტია ახალ კორონავირუსს ებრძვის, მან ქვეყნის შიგნით დაავადების გავრცელების გაკონტროლება შეძლო. ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჩინელი ხალხის ერთობლივმა სულისკვეთებამ და მის დასამარცხებლად შემუშავებულმა მეთოდებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 

დღეს ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. ჩინეთი მაქსიმალურად ეხმარება დაავადებასთან მებრძოლ მსოფლიოს უამრავ ქვეყანას. ამარაგებს ქვეყნებს საჭირო მედიკამენტებით, სამედიცინო აღჭურვილობით და გზავნის ექსპერტ ექიმებს. ჩინეთმა ასევე შეადგინა რამდენიმე ენოვანი „ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობის ცნობარი“, რომელიც დაეხმარება თითოეულ ქვეყანას საკუთარი ძალებით შეებრძოლონ და დაამარცხონ გავრცელებული ეპიდემია.

კანსუს პროვინციის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიამ, როგორც „სარტყელი და გზის“ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მონაწილემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეპიდემიის გავრცელების მდგომარეობას „სარტყლისა და გზის“ ქვეყნებში, ასევე კანსუს პროვინციაში მყოფი უცხოელი მოსწავლეების მოღვაწეობას. ამჟამად ლანჭოუს უნივერსიტეტში რვა ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში არ დაბრუნებულან. აკადემია, ლანჭოუს უნივერსიტეტის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემუშავებული ზომების დაცვით, გაესაუბრა ამ სტუდენტებს. სასწავებელი ითვალისწინებს პრევენციულ რეკომენდაციებს და სწორედ ამავე უნივერსიტეტის ხელშეწყობით ავიღეთ ინტერვიუ ქართველი სტუდენტებისგან.