[:ka]

სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა საქართველოს საელჩოს  ჩინეთში, საკუთარი ორგანიზაციისა და ქართული დიასპორის სახელით, მადლობის წერილი გადასცა.

,,მიმდინარე პანდემიის ფონზე, მართლაც ფასადაუდებელია  საქართველოს საელჩოს გუნდის დახმარება  და მხარში დგომა ჩინეთში მყოფი ქართველი მოქალაქეებისადმი. სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი და ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, თანადგომისთვისა და დახმარებისთვის, რაც საქართველოს საელჩომ ჩინეთში საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ გასწია“ – ნათქვამია მადლობის წერილში.

მადლიერების გამოხატვა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საკუთარი სახელებითა და გვარებით დააფიქსირეს, რომელიც სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ორგანიზაციამ ოქროს გრავირებული ბეჭდით დაამოწმა.  ,,ეს ქმედება მიუთითებს ერთმანეთის გვერდში დგომას, თვალსაჩინო ადგილზე იქნება წარმოდგენილი სამადლობელ წერილი საელჩოში“ – აღნიშნა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ.

ქართული დიასპორის სახელით, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელმა, ბექარ მიქაბერიძემ საქართველოს ელჩს ჩინეთში, არჩილ კალანდიას ქართული დიასპორის სახელით მადლობა გადაუხადა.

 [:]