[:ka]

ჩინელი აღმასრულებლებისა და პოლიტიკური მრჩევლების ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც მეორენაირად “ორ სესიას” უწოდებენ, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა მთელი წლის მანძილზე. ამ წლის შეხვედრის დროს ჩინეთი კვლავაც სავაჭრო ომში იქნება ჩაბმული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ერთ-ერთ გამოწვევად დღის წესრიგში შენელებული ეკონომიკური ზრდის გამოსწორება იქნება. ასევე, წლევანდელი შეხვედრიდან ზუსტად 1 წელი იქნება გასული, რაც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა შეცვალა კონსტიტუცია და გააუქმა საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი. ამასთან, ქვეყანა ემზადება კომუნისტური მმართველობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

10 წლის წინ, როცა მთელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებს იმკიდა, ჩინეთმა წარმატებული ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა. სწორედ მაშინ გახდა ცხადი, რომ ჩინეთის მსოფლიო სუპერძალად ქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ჰუ ძინთაოს ჩანაცვლებამ პრეზიდენტ სი ძინფინგით, რომელიც ბევრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ლიდერად, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. A People’s Daily-ს პირველ გვერდზე გამოქეყნებული სტატიის მიხედვით, მყარდებოდა ახალი მსოფლიო წესრიგი, რაც გამოიწვევდა ცვლილებებს. ახალ წესრიგში კი საგრძნობლად იქნებოდა გაზრდილი ჩინეთის როლი.

კადრი პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან

“ჩინეთი უკვე გადაიქცა უბრალოდ სწრაფად მზარდი ქვეყნიდან ხარისხობრივად მზარდად. დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მკვეთრ კონტრასტშია იმ აღმავლობასთან, რომელსაც ჩინეთში ვხედავთ.” – ვკითხულობთ 2017 წლის სტატიაში.

მოვლენებს დღეს თუ შევხედავთ, ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე ნელი ტემპებით იზრდება ბოლო 30 წლის მანძილზე, გვაქვს სტრუქტურული პრობლემები, მზარდი შიდა ვალი და დემოგრაფიული ცვლილებები. სავაჭრო ომი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან და ტექნოლოგიური დაპირისპირება ვაშინგტონთან. ბოლო წლის მანძილზე განვითარებლმა მოვლენებმა ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩინეთის აღმავლობა. სწორედ ეს ფაქტორები ხდის წლევანდელ “ორ სესიას” განსაკუთრებული ყურადღების ღირსს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ხალხთა კონგრესს არასდროს დაუდია ვეტო სამთავრობო ანგარიშისთვის, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრაზე დგინდება ყოველწლიური ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის გეგმა, იგი საშუალებას აძლევს ქვეყნის მმართველებს, კომუნისტური პარტიის აჯენდა აქციონ სახელმწიფო პოლიტიკად. მაგალითად, შარშანდელი შეხვედრისას, ეროვნულმა კანონმდებლებმა მოხსნეს საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი.

“მზარდი წნეხის ფონზე, პრეზიდენტი სი აუცილებლად განახორციელებს ტაქტიკურ ცვლილებებს, თუმცა ეს არ იქნება ფუნდამენტური გადახრა არჩეული კურსიდან. ბოლო 12 წლის გამოცდილება ჩინეთს უჩვენებს, რომ გადაწყვეყილებების მიღების დეცენტრალიზირება კარგად არ აისახება ქვეყანაზე. სავარაუდოა, რომ გამკაცრდეს კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით.” – აცხადებს ჯუდ ბლანშეტი, ვირჯინიაში არსებული Crumpton Group-ის სპეციალისტი ჩინეთის პოლიტიკაში.

მოსალოდნელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პეკინი არ შეასუსტებს ეკონომიკაზე კონტროლს, განხორციელდეს ტაქტიკური ცვლილებეი, რაც წაადგება აგორებული კრიტიკის ჩახშობის პროცესს როგორც ჩინეთში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

Brookings Institution-ის ანალიტიკოსების აზრით, აშშ-სთან დაწყებულმა სავაჭრო ომმა ფსიქოლოგიური ეფექტი იქონია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე. დაიწყო დებატები ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებში იმაზე, მიატოვა თუ არა ჩინეთმა ფორმულა, რომელიც მისი ეკონომიკურ აღმასვლის მთავარი მამოძრავებელი იყო.

წლევანდელი “ორი სესია” არ იქნება ისეთი დრამატული,  როგორც გასულ წელს, თუმცა ის უჩვენებს, თუ როგორ აპირებს ჩინეთი მიმდინარე მოვლენებთან გამკლავებას. ზოგი ექსპერტის აზრი, შეიძლება, მმართველმა პარტიამ შემოგვთავაზოს რადიკალური ცვლილებები გარკვეული მიმართულებით.

[:]