[:ka]მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი როგორ დროს ატარებდა დედალი და მამალი ყუთში? ან დილის 8 საათზე რატომ უნდა ვყოფილიყავით მაყრიონი ჯოჯოსთან?
დილას, ნახევრად მძინარეებმა შევაღეთ ჯოჯოს ოთახის კარი მე და საბამ. დავინახეთ თეთრი უზარმაზარი კაბა, ვიზაჟისტი, დიზაინერი, ფოტოგრაფი, მეგობარი. ჩვენ, მე და საბას არაფერს გვეუბნებოდნენ, ალმაცერად გვიყურებდნენ, თითქოს გვანიშნებდნენ თქვენი დროც მოვაო. ჩვენც, გურული სტუმრებივით ხან აქედან ვეცით პატარძალს ხან იქიდან რაში მოგეხმაროთო, რომ მივხვდით ჩვენი დროც მალე დადგებოდა, ჩამოვსხედით სავარძელში,სანამ კარზე ვიღაცის ძლიერი ბრახუნი არ შემოგვესმა. წამოგვყარეს და გვითხრეს კარი თქვენ უნდა გაამაგროთო, სანამ სიძე საკმარის თანხას არ დაასახელებს მანამდე პატარაძალს ვერ მიიღებსო. თავიდან გავოცდით, მერე ისე შევედით ეშხში მგონი სიძის ოჯახი გავაკოტრეთ. ოთახს შიგნიდან ჩვენ ვამაგრებდით, მთავარ როლში მე და საბა ვიყავით, როგორც პატარძლის ე.წ. მშობლები. მეორე მხრიდან სიძე და მისი მხლებლები გაშმაგებული ყვიროდნენ სანამ ორივე მხარე სასურველ თამასაზე არ შევჯერდით.
უკვე დრო იყო ყველანი სიძის სახლისკენდავძრულიყავით. მე და საბა კვლავ გაოცებით ვიყურებოდით, თვალები 10-ჯერ უფრო დიდი გვიჩანდა. ვეკითხებოდით სიძე-პატარძლის მეგობრებს ახლა რა მოხდებაო? ისინიც მხრებს იჩეჩდნენ, არ ვიცითო, ყველა პროვინციას თავისი ტრადიცია აქვსო.
შემდეგ ყველანი სასაფლაოსკენ გავეშურეთ, პატივი მივაგეთ წინაპრებს, მივულოცეთ შთამომავლის გაბედნიერება და ბოლოს სუფრასთან დავბრუნდით. ორ საათიანი ღრიანცელის, ჭამისა და თრობის შემდეგ უკვე შუადღის 3 საათი იყო. რაც ნიშნავდა, რომ ჩვენი მატარებელი მალე გადიოდა. ქორწილიც ამასობაში დასასრულს მიუახლოვდა. ყველას პირზე კოცნით დავემშვიდობეთ დაპეკინისკენ გამოვეშურეთ.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა…
#სინომედიაბლოგი #თინისბლოგი #ახალირუბრიკა #სინომედიაბლოგერი #სინომედია #SinomediaBlog #SinomediaBlogger #Sinomedia #Tradition #Wedding #TinasBlog #China
[:]
